Magdalena Posted July 17, 2020 Share Posted July 17, 2020 Metacritic-მა შეაჯამა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგები და გამოაქვეყნა მითითებული დროის საუკეთესო თამაშების ჩამონათვალი პროფილური პრესის ვერსიით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, The Last of Us Part II-მა, რომელმაც უმეტესობა გამომცემლობისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ჩამონათვალში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, ლიდერი კი გახდა PlayStation 4-ის სხვა ექსკლუზივი. მაშ ასე, კრიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საუკეთესო პროექტის წოდება ერგო Persona 5 Royal-ს - 2016 წლის ორიგინალი თამაშის გაფართოებულ ვერსიას. მან მიიღო 95 ქულა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ 71 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა მას მიანიჭეს 8.1 ქულა 10-დან, ხმა მისცა 2008 ადამიანმა. მეორე პოზიციაზე, როგორც ზემოთ ითქვა, განთავსდა The Last of Us Part II, რომელმაც გეიმერების მხრიდან უარყოფითი რეცენზიები მიიღო Metacritic-ზე რელიზიდან მცირე დროშივე. მესამე ადგილზეა Half-Life: Alyx – Valve-ს ფლაგმანური VR-პროექტი. რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შედის Ori and the Will of the Wisps, Animal Crossing: New Horizons, Dreams და სხვები. 2020 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო თამაშების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: Persona 5 Royal — 95 ქულა; The Last of Us Part II — 94 ქულა; Half-Life: Alyx — 93 ქულა; Ori and the Will of the Wisps — 90 ქულა; Animal Crossing: New Horizons — 90 ქულა; Xenoblade Chronicles: Definitive Edition — 89 ქულა; Dreams — 89 ქულა; DOOM Eternal — 88 ქულა; Legends of Runeterra — 87 ქულა; Final Fantasy VII Remake — 87 ქულა; Monster Train — 86 ქულა; Desperados III — 86 ქულა; Nioh 2 — 85 ქულა; Streets of Rage 4 — 84 ქულა; Panzer Corps 2 — 84 ქულა; Lair of the Clockwork God — 84 ქულა. https://bit.ly/38VyD3i Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.