Jump to content

კორპორაცია Google ირჩევს AMD EPYC პროცესორებს საკუთარი Cloud-ტექნოლოგიების დაცვისთვის


Recommended Posts

image.jpeg

კომპანია AMD აგრძელებს თავისი პროდუქტების წარმატებით დანერგვას მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში. Zen პროცესორების ეფექტურობა და წარმადობა ცალსახად იქნა აღიარებული, ამჟამად იგი ბაზარზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სერვერული AMD EPYC პროცესორები მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის უახლეს მაღალი წარმადობის გამომთვლელ სისტემებთან - NVIDIA DGX A100-თან ერთად, ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია Tencent იყენებს AMD EPYC პროცესორებს თავის Star Lake სერვერებში, რომლებიც ემსახურება მონაცემთა დამუშავებს უმსხვილეს მოდულურ ცენტრებს. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია AMD-ის წარმატებიდან. 

კორპორაცია Google-ის ქლაუდ-ტექნოლოგიების გუნდი თანამშრომლობას იწყებს კომპანია AMD-სთან Google Cloud სერვისების უსაფრხოების გაძიერების მიზნით. Google-ის ქლაუდ-სერვისები მონაცემებს შიფრავს მათი გადაცემის ან არგამოყენების პროცესში. იმისთვის, რომ მონაცემები დაცულ იქნას დამუშავების დროს, გამოიყენება კონფიდენციალური გამომთვლელი სივრცე, სადაც მონაცემები ინახება დაშიფრული სახით ცენტრალური პროცესორის ფარგლებს გარეთ. სისტემა დაფუძნებულია კონფიდენციალურ ვირტუალურ მანქანებზე, რომლებშიც გამოყენებულია მეორე აობის AMD EPYC პროცესორების უსაფრთხოების დაცვის ინოვაციური აპარატული ფუნქცია - დაცული დაშიფრული ვირტუალიზაცია AMD Secure Encrypted Virtualization (SEV). დაშიფვრის გასაღებები აპარატულად გენერირდება თითოეულ ვირტუალურ მანქანაზე და არ ექვემდებარება ექსპორტს. 

AMD SEV  ტექნოლოგიის გამოყენებით კონფიდენციალური ვირტუალური მანქანები შეძლებენ უზრუნველყონ მაღალი წარმადობა ყველაზე რთულ გამომთვლელ ამოცანებში და დაშიფრული სახით შეინახონ თითოეული ვირტუალური მანქანის მეხსიერება  განკუთვნილი გასაღების მეშვეობით, რომელიც გენერირდება და იმართება AMD EPYC პროცესორით. 

ეს გასაღებები გენერირდება ვირტუალური მანქანების შექმნისას და იმყოფება უშუალოდ მათში, რის შედეგად მიუწვდომელი ხდება ნებისმიერი იმ ვირტუალური მანქანისთვის, რომელიც ჰოსტზე მუშაობს და თავად Google-ისთვისაც კი.  

Google მჭიდროდ თანამშრომლობს AMD Cloud Solution-ის დეველოპერების გუნდთან, რათა უზრუნველყოს საუკეთესო წარმადობა თავის ქლაუდ-გადაწყვეტილებებში. ტრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილი მაღალსიჩქარიანი ახალი დრაივერების მხარდაჭერა გარანტიას იძლევა, რომ კონფიდენციალური ირტუალური მანქანების წარმადობის მაჩვენებელი არ იქნება განსხვავებული დაუცველი ვირტუალური მანქანების მაჩვენებლისგან. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.