Jump to content

ექსპერტები ელოდებიან ფასების მკვეთრ ზრდას NVIDIA-ს ვიდეო დაფებზე – GeForce RTX 2070 SUPER უმეტესობა გეიმერისთვის მიუწვდომელი გახდება


Recommended Posts

წინასწარი ინფორმაციით ცნობილია, რომ შემოდგომაზე გამოვა Ampere არქიტექტურის მქონე NVIDIA-ს ახალი თაობის ვიდეო დაფები. 2000-სერიის სწრაფი GeForce RTX ვიდეო დაფების წარმოება შეჩერებულია, ეს არ გახლავთ ყველა გრაფიკული ჩიპი Turing-არქიტექტურაზე, თუმცა საუბარი ეხება მათ დიდ ნაწილს. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ამონათვალი, თუ რომელი ვიდეო დაფების წარმოება შეწყდა. ძირითადად, ამამად გამოდის მხოლოდ ორი ვიდეო დაფა: RTX 2060 და RTX 2060 SUPER. ამჟამად უცნობია, რამდენად დიდია NVIDIA-სა და მისი პარტნიორების მარაგები, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ უახლოეს დროში გველის მაღალი წარმადობის დაფების გაძვირება. 

image.png 

image.png 

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბევრი მსხვილი რითეილერი საუბრობს NVIDIA-ს პროდუქციაზე ფასების გარდაუვალ ზრდის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამგვარი ქმედებებით კომპანია გეგმავს შექმნას მაღალი წარმადობის ჩიპების ხელოვნური დეფიციტი - არ დააკლოს ფასი და ახალი თაობის დაფებზე დააწესოს უფრო მეტად შთამბეჭდავი ფასი. დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოარული ხმების დონეზეა, თუმცა ჟღერს საკმაოდ ხმამაღლა, რაც მოვლენის რეალურ ფონზე მიუთითებს. 

Link to comment
Share on other sites

მაინინგის ვირუჩკა იზრდება იმენა ვიდეოკარტებზე და ალბათ მაგიტომ, 3$-ან ლამის 5 გაცდა უკვე ჩემთან დღიური გამომუშავება და ეგ 9000$ ბიტკოინის კურსზე, კურსი თუ 12000-13000$ დაფიქსირდა ვირუჩკა ეგეთ კარტებზე ლამის 5-6 კარტაზე დღეში 10$ გაცდება მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა სანამ შედარებით იაფია მაშინ აიღებს ბევრი, თუ ნორმალურ პირობებში ამუშავებ და ადამიანურ რაზგონზე და TDP-ზე ხარისხიანი კვებით, 4-5 წელი ზაპროსტო ძლებს საშვალოთ ცალი კარტა, ამიტომ ეგეთი ვირუჩკით მინუსებში არ უნდა წახვიდე ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის კურსის ზრდის შემდგომში, კორონავირუსის პრობლემა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი რომ არა მემგონი კიდე უფრო კარგ ფორმაში იქნებოდა ეხლა კრიპტობაზარი და ბიტკოინის და სხვა პოპულარული ალტკოინების კურსი, ეგ ყველაფერი ვინც აქტიურათ არის ჩართული მაინინგში რა თქმა უნდა პოზიტიური ნიუსია, მაგრამ გეიმერებისთვის უკვე ცუდი, მეორე მხრივ შეგიძლია პარარელურათ ამაინინგო ერთ ძლიერ კარტაზე და კარტის ფასის ნაწილი უკან დაიბრუნო, 600$-ან 200$ მაინც რომ უკან დაიბრუნო რა ცუდია სიტყვაზე, ბევრი გეიმერი ვიცი მე ვინც ამაინინგებს ერთი კარტითაც კი, ბრაუზინგში და ვიდეოების ყურების დროს კი ბევრი ინტეგრირებულ კარტას იყენებს თუ აქვს პროცესორს

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

კაი დროს მოვასწარი ჩემი ვიდეო კარტის შეძენა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.