Jump to content

შვეიცარიელმა ანალიტიკოსებმა დაასახელეს Bitcoin-ის სამართლიანი ფასი


Recommended Posts

image.jpeg

შვეიცარიული რეგულირებადი კრიპტო-ბანკ SEBA-ს ანალიტიკოსებმა წარადგინეს Bitcoin-ის სამართლიანი ფასის ახალი მოდელი. მათი შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა უნდა ღირდეს 10670 აშშ დოლარი. 

მათ მიერ შემოთავაზებული მოდელი ეფუძნება ოთხ კომპონენტს, ესენია: ქსელი, უცვლელობა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ვალუტის ტიპი. პირველი ორი პარამეტრი ახასიათებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას ან მოთხოვნა უსაფრთხო საცავზე. ბოლო ორი -  კრიპტოვალუტის შეთავაზებას. ანალიტიკოსების აზრით, ფასეულობა გააჩნია მხოლოდ საიმედო ბლოჩეინისა და კარგად შემუშავებული ვალუტის კომბინაციას, რომელიც შეფუთულია შესაბამისი წესების დაცვით (ტოკენომიკა). 

image.png 

მოცემულ ფორმულაში P(t) არის კრიპტოვალუტის ფასი დოლარში, C(t) - ბრუნვაში არსებული კრიპტოვალუტების რაოდენობა, P(t)C(t) კი - საბაზრო კაპიტალიზაცია. 

პირველი არგუმეტია ქსელი ფასეულობა. U(t) არის მომხმარებლების რიცხვი, n - ქსელის პარამეტრი, რომელიც აფიქსირებს მომხმარებლებთან დაკავშირებულ დადებით გარე ეფექტებს. 

მეორე არგუმეტია უცვლელობის ფასეულობა, რომლითაც იზომება ბლოკეინის უსაფრთხოება. H (d,t) - ეს არის ქსელის კალიბრირებული ჰეშრეითი, i კი - უცვლადობის პარამეტრი. რაც უფრო მაღალია i, მით უფრო მნიშვნელოვანია უცვლადობა, როგორც მახასიათებელი და უფრო მაღალია მასთან დაკავშირებული მნიშვნელობა. 

H(d,t) ქსელის მუშაობის ღირებულების პროპორციულია. მიუხედავად იმისა, გამოიყენება Proof-of-Work თუ Proof-of-Stake, H წარმოდგენას იძლევა ინვესტიციის ჯამურ რისკზე სისტემის უაფრთხოების უზრუნვეყოფისთვის. ამრიგად, ეს პარამეტრი არის გარიგების და გამოთვლების დასრულების ინდიკატორი. 

მესამე არგუმენტი აღწერს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. C(t)/C  არის ინდექსი, რომელიც ზომავს შეთავაზების წილს C(t) თავისუფალ მიმოქცევაში მყოფ ყველა ემისიასთან მიმართებაში, s კი წარმოდგენს დეფიციტის პარამეტრს. 

მეოთხე არგუმენტი აღწერს ვალუტის ტიპს. C(t)/T(t) თანაფარდობა ზომავს გარიგების T (t) თანაფარდობას მიმდინარე შეთავაზების C (t) თანაფარდობაზე, g კი არის „გრეშემის კანონის“ პარამეტრი (სრულფასოვანი ფულის შევიწროება გაუფასურებულით). ეს ურთიერთმიმართება ასახავს კრიპტოვალუტა უფრო მეტად გაცვლის საშუალებაა თუ დაგროვების. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო მეტი არგუმენტი იქნება Bitcoin-ის, როგორც გაცვლის საშუალების აღქმის სასარგებლოდ, რაც უფრო მაღალი იქნება - პირიქით. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია Bitcoin-ის კურსისა და მისი სამართლიანი ფასის ცვლილების დინამიკა ზემოთ აღწერილი მოდელის საფუძველზე. Seba-ს ბოლო შეფასებით, პირველი კრიპტოვალუტა ამჟამად 10670 აშშ დოლარი უნდა ღირდეს. მასის შეფასებასთან შედარებით მაჩვენებელი შემცირდა, რაც გამოწვეულია ჰალვინგის შედეგად სირთულის დონის შემცირებით. 

image.png 

წყარო: SEBA 

Bitcoin-ის პერსპექტივასთან დაკავშირებით ამდენად ოპტიმისტური მოსაზრება არ აქვთ პორტალ ByteTree-ს ანალიტიკოსებს. ონჩეინ-მეტრიკის ბაზაზე ისინი BTC-ის „სამართლიან“ ფასად ასახელებენ 7135 აშშ დოლარს. 

შეგახსენებთ, Bitcoin-ის ცვალებადობის ათდღიანი მაჩვენებელი დაეცა 2018 წლის ნოემბრის დონემდე, რომელიც წინ უძღოდა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნას 3100 აშშ დოლარიან ნიშნულამდე. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.