Jump to content

Apple აფრთხილებს MacBook-ის მომხმარებლებს ვებ-კამერაზე სტიკერის დაწებების შედეგების შესახებ


Magdalena

Recommended Posts

მომხმარებლები, რომლებიც უფრთხიან ლეპტოპებში ჩამონტაჟებული ვებ-კამერების მეშვეობით მათზე თვალთვალს, ხშირად აწებებენ კამერის ობიექტივს სტიკერით. ამ ტენდენციის ფონზე დამცავი სტიკერების ბაზარიც კი ჩამოყალიბდა. თუმცა Apple ოფიციალურად იძლევა გაფრთხილებას, რომ თუკი მომხმარებელი ასეთი დამცავი აქსესუარის მქონე MacBook-ს, MacBookPro-ს ან MacBook Air-ს დახურავს, არსებობს დისპლეის დაზიანების რისკი. 

image.jpeg 

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში გამოჩნდა ტექსტი, რომელშიც Apple განმარტავს MacBook-ის ეკრანის დაზიანების ალბათობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახურულ მდგომარეობაში ზედა სახურავსა და ლეპტოპის ქვედა ნაწილს შორის სივრცე მინიმალურია და არ არის გათვლილი მათ შორის შუალედური საგნის მოთავსებაზე. გარდა ამისა, კამერაში ინტეგრირებულია გარე განათების სენსორი. მას თუ დავფარავთ, ეს დაარღვევს სიკაშკაშისა და True Tone ფუნქციის ავტომატურ რეგულირებას. 

image.jpeg 

Apple-ში თვლიან, რომ MacBook-ის მფლობელებს არ აქვთ საბაბი - ეშინოდეთ თვალთვალის, რადგანაც ლეპტოპები აღჭურვილია LED-ინდიკატორებით, რომლებიც მაშინ ირთვება, როდესაც კამერა მუშაობს, გამორთული შუქდიოდების დროს FaceTime HD-ის აქტივაცია შეუძლებელია. კომპანიამ მომხმარებლებს აგრეთვე შეახსენა, რომ ოპერაციული სისტემა macOS - 10.14 Mojave ვერსიიდან დაწყებული - საჭიროებს მომხმარებლის ნებართვას თითოეული აპლიკაციისთვის მანამ, სანამ წვდომას მიიღებს ვებ-კამერაზე. 

თუკი ვებ-კამერის სტიკერით დაწებება მაინც საჭირო გახდება, Apple-ის რეკომენდაციაა მომხმარებელმა არ გამოიყენოს საბეჭდ ქაღალდზე სქელი მასალა (0.1 მმ), რომელიც არ ტოვებს წებოვან კვალს. 0.1 მილიმეტრზე სქელი მასალის გამოყენების შემთხვევაში კი კომპანია მომხმარებლებს მოუწებს მოხსნან იგი ობიექტივიდან ლეპტოპის ყოველი დახურვის წინ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.