Jump to content

Xiaomi-მ დააპატენტა სმარტფონი ერთადერთი 108 მპ AI კამერითა და ორივე მხარეს ეკრანით


Recommended Posts

ინტერნეტში გამოჩნდა კომპანია Xiaomi-ს კიდევ ერთი პატენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიაში მუშაობს არაორდინალური შესაძლებლობებისა და უნარების მქონე ხალხი, რომლებიც ისწრაფვიან მასებამდე მიიტანონ ინოვაციები. ხსენებულ პატენტში აღწერილია 5G სმარტფონი დისპლეებით, რომლებიც ფარავს პრაქტიკულად მთლიან მოწყობილობას. ფაქტობრივად, სმარტფონზე წარმოდგენილი იქნება ერთიანი დისპლეი, რომელიც ორივე მხარეს იქნება განავსებული. კორპუსის უკანა მხარეს ზედა ნაწილში კი ეკრანის ნაცვლა მოცემული იქნება 108-მეგაპიქსელიანი კამერის დიდი ობიექტივი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციით. 

image.png 

თავად Xiaomi ამ ობიექტივს „სუპერკამერას“ უწოდებს. მოწყობილობის ნაწილი, რომელიც საპატენტო განაცხადში მოცემულია ნახაზებისა და ფერადი სახით, გამჭვირვალე იქნება. წარსულში Xiaomi-მ უკვე გამოუშვა სმარტფონების გამჭვირვალე ვერსიები, ასე რომ ეს ფაქტი რამე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ფოტოებზე არ ჩანს ფლეშ-განათება, ეს შესაძლოა იმას მოწმობდეს, რომ მის ნაცვლად იგეგმება დისპლეის განათების გამოყენება. 

image.png 

ფოტოებზე თანდართული ტექსტის თანახმად, ამ კონცეპტუალურ გამჭვირვალე სმარტფონში ასევე მოცემული იქნება "AI GPU" და "5G MODEM IVY 650". რთულია წარმოდგენა, რომ კომპანია დაუბრუნდება ერთკამერიან სმარტფონებს, თუმცა თუკი კამერას ექნება შესანიშნავი ოპტიკა კარგი ფოტოგადაღების უნარით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, ხელოვნრი ინტელექტისა და ყველა თანამედროვე ფოტოგრაფიული ფუნქციის მხარდაჭერით - ასეთ შემთხვევაში მოლოდინი სავსებით გამართლებული იქნება. გარდა ამისა, კამერა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ოპტიკური ზუმით. რა თქმა უნდა, ყველა პატენტი არ გამოიყენება საბოლოო პროდუქტებში, თუმცა მათ შეუძლიათ ახალი მიმართულება გვიჩვენონ თანამედროვე ციფრული მოწყობილობების სამომავლო განვითარებისკენ. 

image.png 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.