Magdalena Posted July 13, 2020 Share Posted July 13, 2020 ინტერნეტში გამოჩნდა კომპანია Xiaomi-ს კიდევ ერთი პატენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიაში მუშაობს არაორდინალური შესაძლებლობებისა და უნარების მქონე ხალხი, რომლებიც ისწრაფვიან მასებამდე მიიტანონ ინოვაციები. ხსენებულ პატენტში აღწერილია 5G სმარტფონი დისპლეებით, რომლებიც ფარავს პრაქტიკულად მთლიან მოწყობილობას. ფაქტობრივად, სმარტფონზე წარმოდგენილი იქნება ერთიანი დისპლეი, რომელიც ორივე მხარეს იქნება განთავსებული. კორპუსის უკანა მხარეს ზედა ნაწილში კი ეკრანის ნაცვლად მოცემული იქნება 108-მეგაპიქსელიანი კამერის დიდი ობიექტივი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციით. თავად Xiaomi ამ ობიექტივს „სუპერკამერას“ უწოდებს. მოწყობილობის ნაწილი, რომელიც საპატენტო განაცხადში მოცემულია ნახაზებისა და ფერადი სახით, გამჭვირვალე იქნება. წარსულში Xiaomi-მ უკვე გამოუშვა სმარტფონების გამჭვირვალე ვერსიები, ასე რომ ეს ფაქტი რაიმე განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ფოტოებზე არ ჩანს ფლეშ-განათება, ეს შესაძლოა იმას მოწმობდეს, რომ მის ნაცვლად იგეგმება დისპლეის განათების გამოყენება. ფოტოებზე თანდართული ტექსტის თანახმად, ამ კონცეპტუალურ გამჭვირვალე სმარტფონში ასევე მოცემული იქნება "AI GPU" და "5G MODEM IVY 650". რთულია წარმოდგენა, რომ კომპანია დაუბრუნდება ერთკამერიან სმარტფონებს, თუმცა თუკი კამერას ექნება შესანიშნავი ოპტიკა კარგი ფოტოგადაღების უნარით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, ხელოვნური ინტელექტისა და ყველა თანამედროვე ფოტოგრაფიული ფუნქციის მხარდაჭერით - ასეთ შემთხვევაში მოლოდინი სავსებით გამართლებული იქნება. გარდა ამისა, კამერა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ოპტიკური ზუმით. რა თქმა უნდა, ყველა პატენტი არ გამოიყენება საბოლოო პროდუქტებში, თუმცა მათ შეუძლიათ ახალი მიმართულება გვიჩვენონ თანამედროვე ციფრული მოწყობილობების სამომავლო განვითარებისკენ. https://bit.ly/2BSTuIA Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.