Jump to content

NVIDIA-მ დაამატა სავაჭრო ნიშნები - „3080“, „4080“ და „5080“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში


Recommended Posts

თითქმის დადგა დრო, რომელსაც ბევრი გეიმერი და ენთუზიასტი ელოდა. როგორც ჩანს, NVIDIA ემზადება Ampere სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების გამოშვებისთვის. ცოტა ხნის წინ დარეგისტრირებული ნიშნების თანახმად ამ ვიდეო დაფებს ეუნარჩუნდება დასახელების ჩვეული სქემა, ფლაგმანი კი იქნება GeForce RTX 3080. 

image.jpeg 

საინტერესოა სხვა რამ: „3080“-თან ერთად NVIDIA-მ აგრეთვე დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშნები „4080“ და „5080“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ 5-ნანომეტრიან Hopper გრაფიკულ პროცესორებში, რომელთა გამოსვლა 2022 წელსაა მოსალოდნელი, შევა ამაჩქარებელი GeForce RTX 4080. რაც შეეხება 5080 სერიის ამაჩქარებლებს, ისინი გამოვა კიდევ 1-2 წლის შემდეგ. 

NVIDIA-მ სავაჭრო ნიშნის სახით ასევე დაარეგისტრირა რამდენიმე სხვა სიტყვა: NVIDIA Omniverse, Frames Win Games, NVIDIA CloudXR, NVIDIA Aerial და Kaolin. მათი აღწერების თანახმად, მათი უმეტესობა გეიმინგთანაა დაკავშირებული. ასე, რომ საუბარი შესაძლოა ეხებოდეს გარკვეულ ახალ ფუნქციებს, რომელთაც „მწვანე გუნდი“ უახლოესი 2 წლის განმავლობაში წარადგენს. 

უნდა აღინიშნოს, რომ განაცხადი 3080, 4080 და 5080 სავაჭრო ნიშნებზე გაკეთდა 2019 წლის 1 მაისს, ხოლო დარეგისტრირდა 2019 წლის 27 ნოემბერს. ამასთან, ნიშანი Aerial შევიდა 2020 წლის 25 მაისს, NVIDIA EGX კი - უფრო გვიან, 2020 წლის 1 ივლისს. 

 

როგორც ცნობილია, NVIDIA Ampere გრაფიკულ ამაჩქარებლებში შესაძლოა გამოყენებულ იქნას Samsung-ის მოძველებული 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ფოტო წარმოდგენას გვიქმნის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვიდეო დაფა ASUS GeForce RTX 3080 Ti ROG STRIX. მოსალოდნელია, რომ NVIDIA წარადგენს სამომხმარებლო Ampere ამაჩქარებლებს 2020 წლის სექტემბერში - სავარაუდოდ Computex 2020-ზე. 

image.jpeg 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ფრეიმსი კი არა და საფულე გინდა დიდი მაგეების საყიდლათ ლოლ, უბრალო გეიმერი მაგეებს ვეღარ იყიდის უკვე, ან უნდა ამაინონგო მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.