Magdalena Posted July 11, 2020 Share Posted July 11, 2020 სწორი ვიდეო დაფის შერჩევა არ არის მარტივი ამოცანა. მრავალი წელია უკომპრომისო ბრძოლაა ამა თუ იმ კატეგორიის საუკეთესო დაფის დასახელებაში, მოყავთ არგუმენტები და მიუთითებენ ამა თუ იმ მოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებზე. მოდით, ვნახოთ ტესტირების შედეგები და შესაბამისი დასკვნა გამოვიტანოთ. ჩვენ წინაშეა ორი მოდელი: Radeon RX 570 4 გბ; GeForce GTX 1650 SUPER 4 გბ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლისთვის 4 გბ მეხსიერება შესაძლოა ცოტა იყოს, თუმცა ეს არის ბიუჯეტური სექტორი, რათა დაიზოგოს თანხა ყველა მიმართულებით. სატესტო სტენდი წარმოდგენილია შემდეგი მაკომპლექტებლებით: 16 გბ DDR4 3200 მჰც და 8-ბირთვიანი პროცესორი Intel Сore i7-8700K. Benchmark-ის ტესტის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე: სანამ რაიმე სახის დასკვნებს გამოვიტანთ, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო დაფების ფასებს შორის განსხვავება დაახლოებით 43 აშშ დოლარიდან იწყება. თუ აწყობთ რეალურად ბიუჯეტურ კომპიუტერს, მსგავსი ეკონომია არ იქნება უადგილო განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, თუკი ყურადრებას გაამახვილებთ კადრების საშუალო რაოდენობაზე. ღირს თუ არა ამ თანხის გადახდა მხოლოდ 7 fps-ისთვის - ღია კითხვაა. ჩვენ შემთხვევაში ორივე ვიდეო დაფა გვთავაზობს კომფორტულ 60fps+-ს 1080р გაფართოებაზე. ასევე გონივრულ ვარიანტად ითვლება ზემოთხსენებული 42-43 აშშ დოლარის დამატება და 8 გბ მეხსიერების მქონე Radeon RX 570 მოდელის არჩევა. https://bit.ly/38GBk8A Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.