Magdalena Posted July 10, 2020 Share Posted July 10, 2020 ამ დღეებში NVIDIA-ს აქციების ფასი 2.4 %-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად კაპიტალიზაციის სიდიდით მან კორპორაცია Intel-ს გაუსწრო. NVIDIA-ს აქციების კურსი წლის დასაწყისიდან მოყოლებული 72 %-ით გაიზარდა, ამჟამად იგი კაპიტალიზაციით მსოფლიოში სიდიდით მესამეა მიკროსქემების მწარმოებელთა შორის - კომპანიის აქტივები შეფასებულია 248 მლრდ აშშ დოლარად. ნახევრადგამტარი პროდუქტების სეგმენტში უფრო მაღალი კაპიტალიზაციის მქონეა მხოლოდ TSMC და Samsung Electronics, ამასთან, პირველი მათგანი პროცესორებს აწარმოებს სხვა კომპანიებისთვის, თუმცა თავად არაა დაკავებული მათი შემუშავებით. Intel-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს 2 %-ით შემცირდა, ამიტომ დამაჯერებელი ზრდის დინამიკის წყალობით NVIDIA-მ შეძლო კაპიტალიზაციის სიდიდის მხრივ უკან ჩამოეტოვებინა პროცესორების მწარმოებელი გიგანტი. ფოტოს წყარო: Bloomberg ინვესტორები ფსონს დებენ NVIDIA-ს არა მხოლოდ გეიმინგ-პროდუქტებზე, რომლებიც დიდ პოპულარობას ინარჩუნებს, არამედ მისივე სერვერულ მოწყობილობებზე, რომლის ასორტიმენტი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ისევე, როგორც მათი გამოყენების სფეროები. სულ რაღაც 5 წელიწადში NVIDIA-ს სერვერული ბიზნესის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და შეადგინა 3 მლრდ აშშ დოლარი. Mellanox-ის „გადაყლაპვის“ შემდეგ, რაც ფორმალურად უკვე მოხდა, NVIDIA სერვერული მიმართულებიდან თავისი მთლიანი შემოსავლის ნახევარს მიიღებს. Intel-ისთვის სერვერულ ბიზნესს წელიწადში 20 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს, NVIDIA-ს მოგება კი ამ მხრივ ზრდის უფრო დიდ ტემპს დემონსტრირებს. Intel-ის მორიგი მცდელობა - დაბრუნდეს დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში, ბოლო პერიოდში დაკავშირებულია სერვერების ბაზართან, რადგანაც გრაფიკული პროცესორების უნიფიცირებული არქიტექტურა გამოყენებული იქნება როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე გამოთვლების აჩქარებისთვის. გამოთვლების ამაჩქარებელ Intel Ponte Vecchio-ს დებიუტი მომდევნო წლის ბოლოს შედგება, ამიტომ NVIDIA საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს სერვერულ სეგმენტში კონკურენციის თვალსაზრისით. AMD-მ მხოლოდ ცოტა ხნის წინ განაცხადა დისკრეტული გრაფიკისთვის განკუთვნილი CDNA არქიტექტურის შექმნის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება სერვერულ სეგმენტში გამოთვლების აჩქარებისთვის. მის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები ჯერ არ არის წარდგენილი. https://3dnews.ru/1015228 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.