Jump to content

NVIDIA გახდა Intel-ზე ძვირადღირებული - ამჟამად იგი სიდიდით მესამე ჩიპმეიკერია


Recommended Posts

ამ დღეებში NVIDIA-ს აქციების ფასი 2.4 %-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველად კაპიტალიზაციის სიდიდით მან კორპორაცია Intel-ს გაუსწრო. NVIDIA-ს აქციების კურსი წლის დასაწყისიდან მოყოლებული 72 %-ით გაიზარდა, ამჟამად იგი კაპიტალიზაციით მსოფლიოში სიდიდით მესამეა მიკროსქემების მწარმოებელთა შორის - კომპანიის აქტივები შეფასებულია 248 მლრდ აშშ დოლარად. 

image.jpeg 

ნახევრადგამტარი პროდუქტების სეგმენტში უფრო მაღალი კაპიტალიზაციის მქონეა მხოლოდ TSMC და Samsung Electronics, ამასთან, პირველი მათგანი პროცესორებს აწარმოებს სხვა კომპანიებისთვის, თუმცა თავად არაა დაკავებული მათი შემუშავებით. Intel-ის აქციების ფასი მიმდინარე წელს 2 %-ით შემცირდა, ამიტომ დამაჯერებელი ზრდის დინამიკის წყალობით NVIDIA-მ შეძლო კაპიტალიზაციის სიდიდის მხრივ უკან ჩამოეტოვებინა პროცესორების მწარმოებელი გიგანტი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Bloomberg 

ინვესტორები ფსონს დებენ NVIDIA-ს არა მხოლოდ გეიმინგ-პროდუქტებზე, რომლებიც დიდ პოპულარობას ინარჩუნებს, არამედ მისივე სერვერულ მოწყობილობებზე, რომლის ასორტიმენტი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ისევე, როგორც მათი გამოყენების სფეროები. სულ რაღაც 5 წელიწადში NVIDIA-ს სერვერული ბიზნესის შემოსავალი ათჯერ გაიზარდა და შეადგინა 3 მლრდ აშშ დოლარი. Mellanox-ის „გადაყლაპვის“ შემდეგ, რაც ფორმალურად უკვე მოხდა, NVIDIA სერვერული მიმართულებიდან თავისი მთლიანი შემოსავლის ნახევარს მიიღებს. Intel-ისთვის სერვერულ ბიზნესს წელიწადში 20 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მოაქვს, NVIDIA-ს მოგება კი ამ ხრივ ზრდის უფრო დიდ ტემპს დემონსტრირებს. 

Intel-ის მორიგი მცდელობა - დაბრუნდეს დისკრეტული გრაფიკის სეგმენტში, ბოლო პერიოდში დაკავშირებულია სერვერების ბაზართან, რადგანაც გრაფიკული პროცესორების უნიფიცირებული არქიტექტურა გამოყენებული იქნება როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ასევე გამოთვლების აჩქარებისთვის. გამოთვლების ამაჩქარებელ Intel Ponte Vecchio-ს დებიუტი მომდევნო წლის ბოლოს შედგება, ამიტომ NVIDIA საკმაოდ  კომფორტულად გრძნობს ავს სერვერულ სეგმენტში კონკურენციის თვალსაზრისით. AMD-მ მხოლოდ ცოტა ხნის წინ განაცხადა დისკრეტული გრაფიკისთვის განკუთვნილი CDNA არქიტექტურის შექმნის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება სერვერულ სეგმენტში გამოთვლების აჩქარებისთვის. მის ბაზაზე შექმნილი პროდუქტები ჯერ არ არის წარდგენილი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.