Jump to content

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობაზე


Recommended Posts

2019 წლის მაისში აშშ- ხელისუფლებამ Huawei- სანქციები დაწესა ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობის გამო. ამის მიუხედავად, წლის განმავლობაში გაიცა რამდენიმე დროებითი ლიცენზია, რამაც Huawei-ს ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობის საშუალება მისცა. გავრცელდა ხმები, რომ ადრე თუ გვიან ვითარება დალაგდებოდა, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა: შეერთებულმა შტატებმა Huawei და ZTE Corp ქვეყნის ეროვნულ საფრთხედ გამოაცხადა. 

image.png 

მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტაივანური კომპანია TSMC კვლავ აწარმოებს Kirin ჩიპსეტებს Huawei-სა და Honor-სმარტფონებითვის, შემდეგ კი თანამშრომლობა შეწყდება. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ევროპის პირველი მსხვილი ეკონომიკები, რომლებიც მზად არიან უარი თქვან Huawei-ს 5G ინფრასტრუქტურაზე. 

საფრანგეთის ხელისუფლება არ აპირებს მთლიანად უარის თქმას ჩინური კომპანიის პროდუქტებზე, თუმცა იგეგმება ეროვნული კომპანიების სტიმულირების დაწყება, რათა მათ უარი თქვან Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენებაზე. ამის შესახებ განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსმა გიიომ პუარმა. ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორმა Orange-მა უკვე აირჩია Huawei-ს კონკურენტები - Nokia და Ericsson. 

image.png 

იმავე ქმედებას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. გაერთიანებული სამეფოს პრეზიდენტმა ბორის ჯონსონმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვით ეტაპობრივად შეწყდება Huawei-ს აღჭურვილობის გამოყენება ბრიტანეთის 5G ინფრასტრუქტურაში. აშშ-ისგან განსხვავებით დიდი ბრიტანეთი ჩინურ კომპანიას არ სდებს ბრალს ჯაშუშობაში, თუმცა ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ Huawei-ს აღჭურვილობა შესაძლოა დაუცველი გახდეს ამერიკული ტექნოლოგიებისგან უარის თქმის შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.