Magdalena Posted July 8, 2020 Share Posted July 8, 2020 კომპანია Intel დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სილიკონის სფეროში უპირობო ლიდერად, ბოლო პერიოდში კი ხვდება მთელი რიგი ნეგატიური მოვლენების წინაშე. კომპონენტებსა და კომპიუტერებზე სუსტი მოთხოვნის არსებობაზე დაყრდნობით Goldman Sachs-მა Intel-ის რეიტინგი „Neutral“-იდან „Sell“-ამდე დაწია და შეამცირა მისი აქციების ფასი 65-დან 54 დოლარამდე, რამაც გამოიწვია მიმდინარე ფასის დონის 8.44 %-ით კლება. Goldman-ის ანალიტიკოსმა, Toshiya Hari-მ ბოლო საინვესტიციო ჩანაწერში აღნიშნა: „შემოწმება გვიჩვენებს, რომ შემცირდა მოთხოვნა პერსონალური კომპიუტერების კომპონენტებზე 2020 წლის მეორე კვარტალში, გრძელდება Intel-ის წილის კარგვა სამომხმარებლო და სერვერული პროცესორების ბაზარზე“. ანალიტიკოსმა აგრეთვე მიუთითა „კონკურენციის დინამიკაზე“, რომლის წინაშეც დგას Intel-ი თავის ბიზნეს-სეგმენტებში, AMD კი მისი დომინირების მთავარი საფრთხე ხდება. ანალიტიკოსმა აღიარა, რომ Intel „იაფდება“ კონკურენტებთან შედარებით და განაცხადა, რომ Intel – „ერთადერთი კომპანიიაა, სადაც ვვარაუდობთ მოგების შემცირებას მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე“. რეიტინგის დაქვეითება მოჰყვა სერიოზულ დარტყმას, რომელიც Intel-მა განიცადა ივნისის ბოლოს, როდესაც Apple-მა ოფიციალურად განაცხადა უარი თავის Mac-ხაზში მისი პროცესორების გამოყენებაზე. Apple-ს გადასვლა საკუთარ პროცესორებზე დაახლოებით 2 წელს საჭიროებს, საბოლოო ჯამში კი კომპანია ყველა Mac-პროდუქტს საკუთარი წარმოების ARM-პროცესორებზე გადაიყვანს. ამგავრი სტრატეგია სარგებელს მოუტანს Apple-ს, რადგანაც iPhone-ების მწარმოებელი შეძლებს სამომხმარებლო პროცესორების ოპტიმიზებას წარმადობის ამაღლებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის, რათა მიიღოს მაქსიმალური მოგება. ინდუსტრიული ცვლილებების პარალელურად Intel-ზე ასევე გავლენას ახდენს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული კონფლიქტი, 1 ივლისიდან Intel იძულებულია შეწყვიტოს თავისი სერვერული პროდუქტების მიწოდება Inspur Group-ისთვის აშშ-ის ადმინისტრაციის მითითების შესაბამისად. კომპანია Inspur, რომლის შტაბ-ბინა ჩინეთის პროვინცია Shandong-შია განთავსებული, პასუხისმგებელია თავისი მომხმარებლებისთვის სერვერების, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისა და სხვა ისეთი გადაწყვეტილებების მიწოდებაზე, რომლებიც მაღალი წარმადობის ჩიპებს საჭიროებენ. მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა შეძლო Inspur-თან ნორმალური საქმიანი ურთიერთობების განახლება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ხაზს უსვამს ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტების დაუცველობას მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო. ზემოთ თქმულის მიუხედავად Intel-ი ორიენტირებულია 10-ნანომეტრიანი პროდუქტების ხაზზე, რათა საბაზრო წილი შეინარჩუნოს. ახალი Tiger Lake თაობის პროცესორების სერია იქნება მეორე ხაზი, რომელშიც გამოყენებული იქნება 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგია და მასში შემავალი პროდუქტები მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული Ice Lake პროცესორებთან შედარებით. Tiger Lake პროცესორებში გამოყენებული იქნება სრულიად ახალი არქიტექტურა Willow Cove, იგი ჩაანაცვლებს Sunny Cove არქიტექტურას, რომელიც ამჟამად Ice Lake პროცესორებში გამოიყენება. https://bit.ly/38CxoGa 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.