Magdalena Posted July 6, 2020 Share Posted July 6, 2020 30 ივნისს პირველი კრიპტოვალუტის "ამერიკული ეკონომიკის ბარომეტრთან" - S&P 500 ინდექსთან კორელაციამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს 66.2 % ნიშნულზე რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ. ანალიტიკურ პორტალ Skew-ის მონაცემებით, მაჩვენებელი ჯერ კიდევ 65 %-ზე მაღალია. სწრაფ ზრდამდე 12 თვის განმავლობაში მაჩვენებელი მერყეობდა -30%-დან 50%-მდე დიაპაზონში. წლიურმა კორელაციამ მიაღწია 37 %-ზე მეტს - დაკვირვების ისტორიაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. „Bitcoin-ი ბევრი მიმართულებით კვლავ რჩება სარისკო აქტივად. ზოგიერთი მის ფუნდამენტალურ მახასიათებლებს ადარებს ოქროს, თუმცა BTC-მა ჯერ ვერ გამოავლინა თავი, როგორც hedge-ირებულმა ან უსაფრთხო აქტივმა რისკის ზრდის პერიოდებში“ - განაცხადა Stack-ის თანადამფუძნებელმა მეთიუ დიბმა. მისი აზრით, BTC-სა და საბაზრო აქციებს შორის კორელაციის გაძლიერება ხარული სიგნალია კრიპტოვალუტისთვის, რადგანაც "გლობალური ბაზრები სარგებლობენ არნახული მონეტარული სტიმულებით". გარდა ამისა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია Bitcoin-ის ისეთი გრძელვადიანი მფლობელების რიცხვმა, რომელთაც მინიმუმ 12 თვის განმავლობაში არ განუხორციელებიათ ოპერაციები კრიპტოვალუტით. წყარო: CoinDesk, IntoTheBlock. „ჰალვინგის შემდეგ ბევრი გრძელვადიანი მფლობელი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის საშუალო ფასი არსებულ ნიშნულზე მაღლა უნდა იყოს. ამის გამო ჩნდება აქტივის გრძელვადიანი ფლობისადმი მიდრეკილება, სანამ ბაზარი კვლავ არ დაიწყებს აღმასვლას“ - განაცხადა fintech-კომპანია Interlapse Technologies-ის ხელმძღვანელმა უეინ ჩენმა. ამჟამად Bitcoin-ის ფასი Bitstamp-ზე 9100 აშშ დოლარია. ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 260 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. https://bit.ly/31Jzana Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.