Jump to content

სერიული ნომრების გენერაცია Microsoft-ის ძველი პროდუქტებისთის (90-იანების)


Recommended Posts

იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება,

მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ :)

ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408

სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან

აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას

ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე  სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ

თუმცა, არის გამონაკლისებიც:

CD-key გენერაცია

თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე

სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ

მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი

მაგალითად Windows NT-სთვის

01.png

თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც:

თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი  არის 0 ან  ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს

OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები:

 კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX 

02.png

პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად:

  • პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე)
  • ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში

მეორე სეგმენტია OEM

მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი

მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის

ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, 

მუშაობს Windows 95/NT-ზე

რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად :)

მაგალითად 

CD Key: 123-707

OEM-Key: 00195-OEM-0707-123

 

  • Like 1
  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.