gio_kiborg Posted July 2, 2020 Share Posted July 2, 2020 იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება, მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408 სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ თუმცა, არის გამონაკლისებიც: CD-key გენერაცია თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი მაგალითად Windows NT-სთვის თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც: თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი არის 0 ან ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები: კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად: პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე) ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში მეორე სეგმენტია OEM მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, მუშაობს Windows 95/NT-ზე რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად მაგალითად CD Key: 123-707 OEM-Key: 00195-OEM-0707-123 1 5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.