Jump to content

Zen-დან Zen 3-მდე: AMD 550-ზე არსებული დედა დაფები იმუშავებს ნებისმიერ Ryzen პროცესორთან


Recommended Posts

მას შემდეგ, რაც AMD-სა  B450 და X470 ლოგიკის ბაზაზე არსებული დედა დაფების მწარმოებლებს მოუწიათ ჩიპსეტებისთვის დაემატებინათ Ryzen 4000 პროცესორების მხარდაჭერა, გადაწყვიტეს აღარ გაემეორებინათ შეცდომა: როგორც ჩანს, B550 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას ექნება AMD Ryzen სერიის ოთხივე თაობის ჩიპების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

როგორც რესურსი Hardware Times აცხადებს, B550 ლოგიკაზე დაფუძნებული დაფების ბევრმა მწარმოებელმა ისინი აღჭურვეს  არა ერთი, არამედ BIOS მეხსიერების ორი მიკროსქემით - 32 მბ თითოეული. ამის წყალობით ამგვარ დაფებს ექნება ყველა Ryzen პროცესორის მხარდაჭერა პირველიდან დაწყებული (Summit Ridge  Zen არქიტექტურაზე) - დამთავრებული მეოთხეთი (Vermeer - Zen 3 არქიტექტურაზე), აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება G-სერიის ყველა ჰიბრიდული პროცესორი  (Raven Ridge, Picasso და სამომავლო დესკტოპ Renoir). 

image.jpeg 

ამჟამად ცნობილია, რომ მხარდაჭერას მიიღებენ ASUS-ისა და ASRock-ის დედა დაფები. ამას მოწმობს ინტერნეტში გამოჩენილი ფოტოები. 

image.jpeg 

MSI-სა და Gigabyte-ის დაფების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, თუმცა ეს კომპანიები არ ჩამორჩებიან კონკრენტებს და სავსებით სარწმუნოა, რომ ისინიც უზრუნველყოფენ Ryzen-ის მხარდაჭერას B550 ლოგიკის მქონე თავიანთ ყველა დაფაზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

AMD B550 ჩიპსეტმა ჩაანაცვლა ბიუჯეტური დედა დაფების სერია B450 ლოგიკით და მეტად პოპულარული გახდა მყიდველებს შორის. მართალია, ახალი დაფების ფასებში სრული გაურკვევლობაა, თუმცა მას დროთა განმავლობაში ბაზარი დააკორექტირებს. უახლოეს დროში  AMD აგრეთვე აპირებს მეტად ბიუჯეტური A520 ჩიპსეტის გამოშვებას. მასაც ექნება Ryzen 4000 ჩიპებისა და  დესკტოპ APU Renoir-ის მხარდაჭერა Socket AM4-ზე. თუმცა B550-ის ბაზაზე არსებული დაფებისგან განსხვავებით A520-მოდელეს არ ექნება PCIe 4.0-ისა და აჩქარების შესაძლებლობის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

B550-სა და უფროს ჩიპსეტ X570-ს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ უკანასკნელს აქვს PCIe 4.0-ის ქარხნული მხარდაჭერა ყველა დონეზე, B550-ს კი - მხარდაჭერა მხოლოდ პროცესორის ხარჯზე. თავად ჩიპსეტი უზრუნველყოფს მხოლოდ PCI Express 3.0-ის მხარდაჭერას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.