Jump to content

Intel-ისა და AMD Ryzen-ის წილი DIY ბაზარზე მეათე თაობის Intel Comet Lake-ის გამოსვლის შემდეგ


Recommended Posts

AMD Ryzen ლიდერად რჩება DIY პროცესორების ბაზრისა და საცალო გაყიდვების პლატფორმებზე, კერძოდ, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში DIY ბაზარზე ფიქსირდება AMD-ის ჩიპების 50 %-ზე მეტი წილი. BCN Ranking-ის ახალი მონაცემები იაპონიიდან კი ადასტურებს, რომ AMD Ryzen გაყიდვების მხრივ დამაჯერებლად აღემატება Intel-ის ჩიპებს მეათე თაობის Comet Lake პროცესორების სერიის გამოსვლის შემდეგაც კი. 

image.jpeg 

DIY ბაზარზე AMD-ისა და Intel-ის მონაცემების შესახებ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელიც შედგენილ იქნა თელი იაპონიის მასშტაბით არსებულ გაყიდვებზე დაყრდნობით. AMD Ryzen-მა და კერძოდ Ryzen 3000-მა AMD-ს ხელი შეუწყო გასულ თვეში დაეკავებინა ბაზრის 67,4 % იმ დროს, როდესაც Intel-ის ჩიპების საბაზრო წილი 32,6%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

2017 წელს Intel იკავებდა ამავე ბაზრის 83,9%-ს, AMD-ის პროცესორების წილი კი შეადგენდა მხოლოდ 16,1%-ს. ამჟამად საბაზრო სტატისტიკა შეიცვალა არა მხოლოდ AMD-ის პროცესორების სასარგებლოდ, არამედ გასულ თვეში გამოსულმა Intel-ის მეათე თაობის პროცესორებმაც ვერ დაიკავა მნიშვნელოვანი წილი იაპონურ ბაზარზე. AMD Ryzen 3000 კვლავ აღემატება არა მხოლოდ მომგებიანი ფასით, არამედ წარმადობის მხრივ ლიდერობით. გასულ თვეში გამოქვეყნდა სამხრეთკორეული ბაზრის მონაცემების ანგარიში, სადაც AMD Ryzen-ის წილმა 60 %-ს გადააჭარბა, დამყარდა AMD-ის რეკორდი და შევიწროვდა Intel-ის ჩიპების წილი. 

image.jpeg 

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი AMD-ის პროცესორების გაყიდვები გასულ კვარტალთან შედარებით და დაფიქსირდა ათწლიანი მაქსიმუმი სამხრეთ კორეაში, მოხდა Ryzen 4000 (Renoir) პროცესორების მქონე ლეპტოპების წარდგენა, რომლებიც ხასიათდება მაღალი ეფექტურობითა და წარმადობით. არც ისე დიდი ხნის წინ Intel-ს ეკავა წამყვანი ადგილი ლეპტოპების სეგმენტში. მას შემდეგ AMD-მ გამოქვეყნა ოფიციალური სტატისტიკა, რომელშიც მოცემულია ზრდა ყველა მიმართულებით. 

image.png 

განახლებული AMD Ryzen 3000XT-ის გამოსვლის გათვალისწინებით უკვე არსებულ Ryzen 3000-ზე ფასის მორიგი შემცირებით, აგრეთვე მიმდინარე წლის ბოლოს Ryzen 4000-ის (Vemeer) გამოსვლით AMD მზადაა საბაზრო წილის ზრდით ლიდერობა მოიპოვოს მთელ მსოფლიოში. 

 

Link to comment
Share on other sites

 

On 6/16/2020 at 12:10 PM, George said:

რაც მომწონს უფრო მაგ ბრენდის პროდუქციაც ვყიდულობ ხოლმე და საკმაოთ კარგათ მაქვს თან შესწავლილი ყველაფერი, სხვათაშორის ეგეთივე პადხოდი იაპონელებს ქონიათ, მანდ ბრენდის კულტი ძალიან გავრცელებული ყოფილა და ერთი ბრენდისადმი ერთგულება, რომელიც ლამის ათწლეულები გრძელდება

ხედავ, იაპონიაშიც კი სადაც შენი თქმით ათწლეულები ერთ ბრენდს ეტრფიან ხედავენ იმას რომ AMD-მ სერიოზული პროცესორები დაამზადა და აქტიურად ყიდულობენ AMD-ს პროცესორებს. ეგ გარდაუვალია რათქმაუნდა, როცა წარმადობით აშკარად ჯობია AMD არქიტექტურითაც, რადგან ნაკლები სიხშირით ჯობნის. 4xxx სერია კიდევ უფრო გაამყარებს მაგ პოზიციებს. 10 სერიამაც კი არ უშველა ინტელს. თუ ასე გააგრძელა ინტელმა ჩამორჩენა ეგ 67.4% კიდევ უფრო გაიზრდება AMD-სთვის და ინტელის 32.6 კიდე შემცირებას განაგრძობს.

5 hours ago, Magdalena said:

DIY ბაზარზე AMD-ისა და Intel-ის მონაცემების შესახებ წარმოდგენილია დიაგრამა, რომელიც შედგენილ იქნა თელი იაპონიის მასშტაბით არსებულ გაყიდვებზე დაყრდნობით. AMD Ryzen-მა და კერძოდ Ryzen 3000-მა AMD-ს ხელი შეუწყო გასულ თვეში დაეკავებინა ბაზრის 67,4 % იმ დროს, როდესაც Intel-ის ჩიპების საბაზრო წილი 32,6%-ს შეადგენს.

 

 

Link to comment
Share on other sites

იაპონელებმა "უღალატეს" ინტელს, მაგრამ ჯორჯი მაინც ლოიალურია :D

 

10 hours ago, Magdalena said:

2017 წელს Intel იკავებდა ამავე ბაზრის 83,9%-ს, AMD-ის პროცესორების წილი კი შეადგენდა მხოლოდ 16,1%-ს.

oof

  • Haha 1
Link to comment
Share on other sites

2 minutes ago, Fatal Fighter said:

იაპონელებმა "უღალატეს" ინტელს, მაგრამ ჯორჯი მაინც ლოიალურია :D

 

 

ამ ვიდეოს რომ ნახავ რაღა ინტელი უნდა მოუნდეს ადამიანს ეგ იმის ნიშანია რომ ვერ განვითარდნენ ამდენი წლის მანძილზე მარტო ბირთვებს წევენ ტექნოლოგიურად წინ ვერ წავიდნენ ისევ 14ნმზე არიან და პერფორმანსიც იმიტომ აქვს იგივე ძველ და ახალ პროცესორს

 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მეორე მხრივ მაგ ძველ პროცესორებს ჯერაც ვერ გადაუსწრო ამდ გეიმინგში , სხვაობა ფპს რჩება, ესე იგი კიდე აქვთ სამუშაო მაგ ფლანგზე მაინც, ანუ გეიმინგისთვის მშვენიერ ფორმაშია არიან ჯერაც კი ეგ 14 ნანომეტრიანები + ჩვენ არ ვიცით დაჟე მაგ 14 ნანომეტრზე ინტელი აპირებს თუ არა კიდე პრიროსტს შემდეგ სერიებზე თუ ეგაა ბოლო ლიმიტი უკვე და პრიროსტი უკვე 10-7 ნანომეტრიან სერიაზე ექნება მარტო + ფასს შეხედე და თან იგივე 10600 10400F 160$ 10% ჩამორჩება 12 თრიდზე რაცაა 4GHZ ბუსტით, ანუ ეგეც კარგია იგრებისთვის და 3600 რიზენზე ცუდი წარმადობა არ ექნება არც მაგას უფრო დაბალი ფასით, ვნახოთ ეს ახალი რამდენათ აჯობებს მაგ 260$ თუნდაც 3600XT ვგულისხმობ 250$ რომ უნდა ღირდეს, ისევ და ისევ გეიმინგში, თუ მანდ ვერ ჩაგრავს რა მნიშვნელობა აქვს რამდენ ნანოზეა პროცესორი, რაც შეეხება 10000 სერიას ვნახე გაყიდვები და ყველაზე კარგათ თურმე ამ ეტაპზე 10700K იყიდება, მერე კი 10700 მოდის

Intel Dominating CPU Market In China With 78.8% Share According To Chinese Benchmark Q1 2020 Report https://wccftech.com/intel-cpu-market-share-78-8-china-q1-2020/ + თვითონ ჩინელებიც რაღაცეებს ჩალიჩობენ უკვე, გასაგებია რომ ნაგავი პროცესორებია ჯერ მაგრამ მაინც: https://www.tomshardware.com/features/zhaoxin-kx-u6780a-x86-cpu-tested და https://technode.com/2020/05/11/chinas-first-homegrown-x86-pcs-are-here-but-dont-get-too-excited/ მაგიტომ ვამბობ რომ მესამე კონკურენტის გამოჩენა პროცესორების ბაზარზე არც ეგრე ადვილი იქნება და ჩინური ბრენდების ტვ-მობილურების სიიფე მანდ საკმარისი არ იქნება, თვითონ პროცესორებიც მაღალი წარმადობის უნდა იყოს ახლოს ამდ-ინტელის ანალოგებთან და უფრო დაბალი ფასით + ინტელი ჯერაც ბევრათ მყარათ დგას გოს-OEM-კორპორაციულ სექტორში და არა მარტო შტატებში, თუმცა მაქედან ძალიან დიდი წილი შესდის ჯამური შემოსავლებიდან მაგ სექტორებში, ანუ ის რომ ამდ მაგ სექტორებში საკმაოთ შეავიწროვა უფრო დაბალი ფასებით და ტეხპროცესით კატასტროფა ჯერ არაა ინტელისთვის, რახან სხვა სექტორებიდანაც დიდი შემოსავალი შესდით, რაც ამდ არ ქონდა 2006-2013 წლებში და მაგის გამო კინაღამ გაკოტრდენ თავის დროზე, ეგ ინტელს ჯერ არ ემუქრება, ახლოსაც არ არიან ეგეთ კრიზისთან, ბევრი ვიცი ადარებს მაგრამ აზრი არა აქვს სანამ მაგდენ მილიარდებს ღუნავენ მთლიან ჯამში, სხვათაშორის ამდ ძირითადი შემოსავლები ყოფილა რიზენებიდან, ინტელის კიდე 1/15 სხვაობა ამაზონზე რასაც აკეთებენ და სხვაგან, რომ დაითვალო ძალზე დიდი განსხვავება არ იქნება, თუმცა თავის ფინანსურ ატჩიოტებში ამაზონი და მსგავსი მაღაზიები  არსად არაა რა თქმა უნდა ნახსენები მაგრამ დადგენა შეიძლება საკმაოთ სწორათ მაგ ყველაფრის რომ გადაითვალო რა საიდან შეუვიდან მაგ 19 მილიარდიდან, (10 ნამდვილათ სერვერებია და დატაცენტრები) მთავარი მოგება დატაცენტრებიდან და OEM შესდით + გოსზაკაზები და კრუპნი კორპორაციები, მანდ კეთდება 10 მილიარდზე მეტი ყოველ კვარტალში, აი ეგ აქვს ამდ ჩასაგდები, სხვანაირათ ინტელს ვერ შეავიწროვებენ მარტო 40-60% ამაზონზე გადასწრებით თუნდაც დესკტოპ სექტორში, ანუ რეალური შევიწროვება ინტელის ჯერ არ მომხდარა, მარტო რამდენიმე სექტორში გადაუსწრო ამდ, ყველგან ვერა, ზოგან ჩამორჩენა ძალზე დიდი რჩება, შევიწროვება იქნება სიტყვაზე ამდ 1.6 მილიარდის მაგივრათ 5-6 რომ გააკეთოს, ინტელმა 19-ან 10-12 ერთ წელიწადში, აი მანდ უკვე წამოეწევა რეალურათ, როგორც თქვენ იძახით უფრო მცირე დაფინანსებით და რესურსებით, ისე ვერა, როცა სხვაობა 4-5-მაგს შეადგენს ორ კორპორაციას შორის დახოდებში, ეგ შევიწროვება არაა ნამდვილათ, რაღაცა სხვა შეიძლება უწოდო, მაგრამ შევიწროვება არა + ინტელი ბევრათ ბევრ რაღაცაში მოღვაწეობს და როგორც ვიცი კიდე აპირებენ არიალის გაზრდას შემდგომში, მე იმას არ ვამტკიცებ რომ ამდ ინტელს ვერასდროს ვერაფერს ვერ უზამს, მაგრამ სანამ ეგეთი სხვაობა რჩება დახოდებში მაგის გაკეთება ბევრათ უფრო რთული იქნება მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.