Magdalena Posted June 26, 2020 Share Posted June 26, 2020 ნიუ-იორკის სახელმწიფო ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოსცა წინადადება კრიპტო კომპანიების ლიცენზირების ახალი წესების შესახებ, რომლებმაც, როგორც მოსალოდნელია, უნდა გაამარტივონ BitLicense-ის მიღების პროცესი. BitLicense ითვლება ყველაზე მკაცრ იურიდიულ ჩარჩოდ კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის შტატის დონეზე. კერძოდ, კომპანიებს მოეთხოვებათ მისი მიღება ნიუ-იორკის მაცხოვრებლების მიერ კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავად ისინი სხვა იურისდიქციებზეა დამყარებული. ახალი წესების თანახმად ანტრეპრენერები შეძლებენ მიიღონ შეზღუდული ლიცენზიები, რომლებიც მოქმედი იქნება სრულიად ლიცენზირებულ კომპანიებთან თანამშრომლობის პირობებში. NYDFS-ის განცხადებით, ინიციატივა მიმართულია „რეალური და მოსალოდნელი სირთულეების“ შემცირებისთვის, რომელთა წინაშეც დგებიან კრიპტო კომპანიები BitLicense-ის მიღებისას. რეგულატორი გეგმავს საზოგადოების მოსაზრებების მიღებას 10 აგვისტომდე. სამმართველომ აგრეთვე განაცხადა, რომ გამარტივდება ახალი მონეტების დამატების პროცესი უკვე ლიცენზირებულ სერვისებზე. ყველა მათგანი მიიღებს წინასწარ ნებადართული ციფრული აქტივების ჩამონათვალს, რომლებიც დაემატება თვითსერტიფიკაციის პირობებში დამატებითი ნებართვის მიღების გარეშე. კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიის გაცემის პირობების გადახედვის შესახებ NYDFS-ის წარმომადგენლებმა პირველად 2019 წლის ოქტომბერში ისაუბრეს, თუმცა საკითხი წამოიჭრა უფრო ადრე, 2018 წლის თებერვალში. დღესდღეობით BitLicense-ის მფლობელია მხოლოდ 25 კომპანია. კრიპტოინდუსტრიის ზოგიერთმა წამომადგენელმა, კერძოდ, Kraken-მა და Bittrex-მა უარი განაცხადეს მის მიღებაზე. https://bit.ly/2YxtB9K Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.