Jump to content

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში Bitcoin-ს ფიატური ფულის კიდევ ერთი სახეობა უწოდეს


Recommended Posts

image.png

Bitcoin-ი არის არა ვალუტის ახალი ფორმა, არამედ ფიატური ფულის კიდევ ერთი ტიპი -  თვლიან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ნიუ-იორკის განყოფილების ეკონომისტები. 

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სტატიაში ეკონომისტები მაიკლ ლი და ანტუან მარტინი წერენ: 

Bitcoin-ი და კრიპტოვალუტები უფრო ფართო გაგებით ხშირად აღიწერება, როგორც ფულის ახალი ტიპი. თუმცა ეს მცდარი აღქმაა. Bitcoin-ი შესაძლებელია იყოს ფული, თუმცა არ არის ფულის ახალი ტიპი“. 

ისინი ფულს სამ კატეგორიას ყოფენ: ფიატური ფული, აქტივებით უზრუნველყოფილი და უფლებებით დაცული ფული. 

ფიატური ფული არის ობიექტი, რომლის ფასი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ მოხდება მისი აღიარება საგადახდო საშუალებად საქონლისა და მომსახურების გაცვლისთვის“ -  წერენ ეკონომისტები. 

ანალიტიკოსების აზრით Bitcoin-ი ფიატური ფულის კიდევ ერთი მაგალითია. ამავე დროს, მათი აზრით, კრიპტოვალუტას აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც მას სხვა ფულადი ინსტრუმენტებისგან გამოარჩევს. 

კრიპტოვალუტების რეალური ინოვაცია იმაში გამოიხატება, რომ ისინი გვავაზობენ გაცვლის პრინციპულად ახალ მექანიზმს. ამ მექანიზმს სხვადასხვა სახის ფულის ტრანსფერის მხარდაჭერა აქვს: ფიატური ფულის გადაცემის მხარდაჭერა - Bitcoin-ის შემთხვევაში; აქტივებით უზრუნველყოფილი ფულის გადაცემა - Stablecoin-ების შემთხვევაში და ასევე სამომავლო სერვისები ან პროდუქტები - ICO-ტოკენების შემთხვევაში. ამ მექანიზმს სხვა ტიპის აქტივების მხარდაჭერაც აქვს, როგორებიცაა მაგალითად CryptoKitties“. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 2009 წლამდე, სანამ Bitcoin-ი გაჩნდებოდა, მსგავსი არაფერი არსებობდა. 

Coin Metrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა ეკონომისტების განცხადებას „სიგიჟე“ უწოდა და დაამატა, რომ ისინი სიტყვათა მნიშვნელობას ცვლიან, რათა მათთვის მომგებიანი თვალახედვა გამოითქვას. მან გაიხსენა, რომ ფიატში მოიაზრება კანონმდებლობით გამოშვებული ფული, რომელიც ვერ გადაიფარება ოქროს ან სხვა აქტივის მიერ. 

„ეს ნიშნავს ფულს, რომელიც დაწესებულია ძალის გამოყენების საფრთხის ქვეშ და სახელმწიფოს ადგილობრივი მონოპოლიის საზოგადოებაში გამოსაყენებლად. მისი ფასეულობა გამომდინარეობს ფისკალური ვალდებულებებისგან, რომელიც მოიხოვს კერძ პირის მიერ ვალუტის შენახვასა და გამოყენებას“ -  დაწერა კარტერმა. 

მან დაამატა, რომ Bitcoin-ს აქვს ფულის თვისებები, ამიტომ  საზოგადოება სასარგებლოდ  მიიჩნევს მის განსაკუთრებულ მახასიათებლებს და ახდენს მის გარშემო ფორმირებას. შედეგად კრიპტოვალუტა ხდება ფიატური ფულის სრულიად საპირისპირო რამ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.