Jump to content

პირველი Mac-ები ARM-ის ბაზაზე იქნება MacBook Pro და სრულიად ახალი iMac


Magdalena

Recommended Posts

ონლაინ პრეზენტაცია WWDC 2020-ზე Apple-მა უნდა ისაუბროს Mac-ის Intel-იდან ARM პროცესორებზე გადასვლის შესახებ. ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-chi Kuo-მ გამოაქვეყნა თავისი პროგნოზები პირველი Mac კომპიუტერების შესახებ, რომლებშიც გამოყენებული იქნება Apple-ის ახალი პროცესორები. 

image.jpeg 

პირველ რიგში Kuo აცხადებს, რომ ბოლო ახალი Mac Intel-ის ბაზაზე იქნება მონობლოკი iMac სრულიად ახალი დიზაინით: მას ექნება კიდევ უფრო თხელი ჩარჩოები და 24-დუიმიანი დისპლეი. ცნობილია, რომ ამ iMac-ის გამოშვება იგეგმება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, თუმცა ვერსია ARM პროცესორის ბაზაზე გამოვა მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

ნალიტიკოსის თქმით, პირველი Mac ARM-ის ბაზაზე, დიდი ალბათობით, იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro 2020 წლის მეოხე კვარტალში ან 2021 წლის პირველ კვარტალში. მიიჩნევა, რომ გარეგნულად იგი წინა მოდელის მსგავსი იქნება. Intel-ის პროცესორების ბაზაზე არსებული ვერსიების წარმოება, როგორც ცნობილია, მას შემდეგ შეწყდება, რაც გამოვა ARM-მოდელი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ასევე მოიქცევა თუ არა Apple iMac-თა მიმართებაშიც. Kuo-ს ინფორმაციით ARM-ის ბაზაზე არსებული MacBook ახალი დიზაინით წარმოებაში 2021 წლის შუა პერიოდში ჩაეშვება. 

ანალიტიკოს თქმით ARM-ჩიპებზე Apple-ის სრულიად გადასვლა დაახლოებით 12-18 თვე დასჭირდება. პროგნოზის თანახმად ARM-ის ბაზაზე შექმნილი მოწყობილობები უკან ჩამოიტოვებს Intel-ზე მომუშავე თავიანთ წინამორბედებს 50–100%-ით უკეთესი წარმადობით, თუმცა ფაქტობრივი წარმადობა რა ქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ დაალაგებს Apple პრიორიტეტებს. მაგალიად, თუკი ჰიპოთეტურად Apple-ის პროცესორი 50%-ით უფრო ეფექტური იქნება Intel-ის ანალოგთან შედარებით, ეს მარაგი თეორიულად შესაძლოა დაიხარჯოს ბატარეის მოქმედების ვადის გაფართოებაზე და არა უფრო მაღალი წარმადობის მიღწევაზე. 

image.jpeg 

Apple MacBook Pro-სა და iMac-ის, როგორც ARM-პროცესორების მქონე თავისი პირველი კომპიუტერების არჩევით გაიმეორებს Mac-ის წინა გადასვლის ისტორიას სხვა არქიტექტურის პროცესორებზე. WWDC 2005-ზე Apple-მა განაცხადა, რომ IBM PowerPC-დან გადადიოდა Intel x86-ზე, 2006 წლის იანვარში კი კომპანიამ გამოუშვა პირველი Mac კომპიუტერები Intel-ის ბაზაზე: iMac - Core Duo პროცესორით G5 კორპუსში და სრულიად ახალი MacBook Pro, რომელმაც ჩაანაცვლა PowerBook G4. 

სავსებით შესაძლებელია, რომ ARM-ჩიპების ბაზაზე შექმნილი რეალური მოწყობილობების ნაცვლად ამ ეტაპზე Apple-მა წარადგინოს სატესტო პლატფორმა დეველოპერებისთვის რათა უზრუნველყოფილ იქნას პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად ადაპტირება ახალი კომპიუტერების გამოსვლის დროისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.