Jump to content

Ampere GA102 პროცესორის მქონე NVIDIA GeForce RTX 3090, RTX 3080 და Titan RTX გეიმინგ ვიდეო დაფების დეტალური აღწერა


Recommended Posts

ცნობილი გახდა Ampere გრაფიკული პროცესორის მქონე მომდევნო თაობის GeForce RTX 3090, RTX 3080 და Titan RTX ვიდეო დაფების დეტალური მახასიათებლები. NVIDIA GeForce RTX 30 სერიას ექნება სრულიად ახალი გრაფიკული არქიტექტურა და სხვა ძირითადი ფუნქციები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ წარმადობას ახალი თაობი AAA თამაშებში. დაფები აღჭურვილია GA102 გრაფიკული პროცესორით. 

image.jpeg 

არსებობს რამდენიმე ცნობა GeForce RTX 30 სერიის შესახებ, თუმცა თითქმის ყველა მათგანში მსგავსი ინფორმაციაა - GeForce RTX 3080 და GeForce RTX 3090 იქნება პირველი ვიდეო დაფები ახალი გრაფიკული პროცესორით Ampere Gaming 

image.jpeg 

NVIDIA GeForce RTX 3090 - ყველაზე სწრაფი Ampere გეიმინგ ვიდეო დაფა, რომელსაც აქს გრაფიკული პროცესორი GA102-300-A1. ცნობილია, რომ გრაფიკული პროცესორი GA102-300-A1 შედგება 5248 CUDA ბირთვის ან 82 SM-სგან, შესაბამისად, ბირთვების რაოდენობა 20%-ით მეტია GeForce RTX 2080 Ti-სთან შედარებით. მეხსიერების აღწერაში მოცემულია, რომ RTX 3090 დაფას ექნება 12 გბ GDDR6X მეხსიერება 21 გბ/წმ სიჩქარითა და 384-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. 

NVIDIA GeForce RTX 3080 - ვიდეო დაფა მაღალი დონის თამაშებისთვის GA102-200-Kx-A1 პროცესორით, რომელსაც ექნება 68 SM ან 4352 CUDA ბირთვი ისევე, როგორც RTX 2080 Ti მოდელს. ცნობილია, რომ დაფას ექნება 10 გბ GDDR6X მეხსიერება 19 გბ/წმ სიჩქარითა და 320-ბიტიანი სალტით (760 გბ/წმ). 

მეორე თაობის NVIDIA Titan RTX ვიდეო დაფა დაფუძნებული იქნება განბლოკილ გრაფიკულ პროცესორზე -  Ampere GA102-400-A1 (5376 CUDA ბირთვი ან 84 SM). აგრეთვე ცნობილია, რომ ვიდეო დაფას ექნება 24 გბ GDDR6X მეხსიერება და 384-ბიტიანი ინტერფეისი 816 გბ/წმ სიჩქარით, რაც RTX 3090 მოდელის მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა ეს კომპენსირდება მეხსიერების გაუმჯობესებული არქიტექტურითა და ორჯერ მეტი ბუფერული მეხსიერებით RTX 3090-თან შედარებით. 

image.jpeg 

image.jpeg 

Jensen Huang-ის თქმით, მომდევნო თაობის ყველა პროდუქტს ექნება იდენტური არქიტექტურა NVIDIA Ampere. Ampere-ის პირველი გამოსვლა განკუთვნილი იქნება ქლაუდ- და კვლევითი სეგმენტისთვის Ampere GA100 გრაფიკული პროცესორის სახით, რომელიც გამიზნული იქნება ექსკლუზიურად HPC სივრცისთვის, გეიმინგ დაფები კი მოგვიანებით გამოვა. Huang-მა ბრიფინგზე განაცხადა - „საბოლოო ჯამში Ampere ჩაანაცვლებს Turing და Volta ჩიპებს ერთიანი პლატფორმით, რომელიც მოახდენს NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორების ხაზის ოპტიმიზაციას. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

აი ეგ უფრო ნორმალური პარამეტრები ჩანს, ტიტანზეა მარტო 24გბ, 12გბ 3090, მაგრამ მემგონი 3080 კი საკმაოთ ძლიერი კარტა იქნება 2K 144 გერციანი მონიტორისთვის გეიმინგისთვის ვინც ელოდება, 3090 კი ძალზე მაღალ გამტარობიანი კარტაა, მაგან შეიძლება უფრო მაღალ VRAM ნავის კარტებსაც გაუწიოს კონკურენცია ფპს-ში, მანდ ჩანს რომ ნვიდია ჯერ არ აპირესბ რამის გაორმაგებას სტანდარტულ სერიაში, ჩემი აზრით სწორათ იქცევიან, ამ ეტაპზე არ ჭირდება, აი გამტარობის საკმაოთ აწევა კი მოუხდებათ აშკარათ, ეხლა ფასებიღა დაგვრჩენია გავიგოთ რამდენათ ძვირი ეღირება ეგ ყველაფერი, რა თქმა უნდა ეგეთი მოშნი გამტარობით მაინინგშიც სერიოხული პრიროსტი უნდა ქონდეს, თუმცა 2080Ti 3080 ისე სერიოზულათ ვერ დაჩაგრავს ალბათ მაინც, აი 3090 2080Ti მინიმუმ 30% უნდა აჯობოს ეგეთი მაღალი გამტარობით უკვე, მეორე მხრივ 1080Ti დღემდე გათამაშებს 2K 80fps ფარგლებში მაინც ბევრ თამაშს, ეგ კი ლამის 3 წლის უკანდელი ფლაგმანია, მაგ მხრივ ძალიან ჩამორჩა ამდ ნვიდიას, ერთი 5700XT ფლაგმანით ამ ეტაპზე შორს ვერ წავლენ აშკარათ, კი უშვებენ მაგრამ მაგარი დაგვიანებით, მობილურ სეგმენტში კი დღემდე არაფერი გამოუშვიათ ძლიერი, მანდ კიდე უფრო სერიოზული ჩამორჩენა აქვთ, ნვიდაის ჯერ 900 სერია ქონდა, მერე 1000 ეხლა კი 2000 აქვს, მაგათ კი მაქსიმუმ 580 გამოუშვეს რამდენიმე წლის უკან და ეგ იყო, ეხლა 3600 პროს უშვებენ მაგრამ ეგ მაქს 1660Ti თუ გაუწევსო კონკურენციას და ჯერ არც კი გამოსულა, პირველათ მაინც ეპლზე ექნებაო ეგეთი კარტა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.