Jump to content

ლეპტოპები 10-ნანომეტრიანი Intel Tiger Lake პროცესორებით გაყიდვაში ივლისის ბოლოს გამოვა


Recommended Posts

კომპანია Intel ემზადება მობილური სისტემებისთვის განკუთვნილი Tiger Lake თაობის პროცესორების გამოშვებისთვის. ახალ ჩიპებზე ბევრი რამაა ცნობილი, ამჯერად კი მათ ბაზაზე შექმნილი ლეპტოპები გამოჩნდა ნიდერლანდური მაღაზიის ასორტიმენტში, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი გაყიდვის თარიღი და ფასი. 

image.jpeg 

მაღაზია Central Point-ში წარმოდგენილია Acer Swift 5  ლეპტოპის ორი მოდიფიკაცია Intel-ის ახალი ჩიპებით. ერთ-ერთი მათგანი აგებულია საშუალო დონის პროცესორ Core i5-1135G7-ზე, მეორეს კი საფუძვლად უდევს უფროსი მოდელი Core i7-1165G7. ამ ჩიპებს, როგორც ჩანს, აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, ასევე აღჭურვილნი არიან გაცილებით მოწინავე ინტეგრირებული Intel Xe გრაფიკით. ლეპტოპებს აქვთ 512 გბ და 1 ტბ დისკები, შესაბამისად. დანარჩენი მახასიათებლების მხრივ ორივე მოდიფიკაცია იდენტურია. 

image.jpeg 

გაცილებით უბრალო Acer Swift 5 ვერსიის (Core i5 ) ფასია 934 ევრო დაბეგვრის გარეშე, Core i7-ის მქონე უფროსი ვერსია კი შეფასებულია 1140 ევროდ.  

image.jpeg 

გავრცელებული ცნობებიდან ასევე საინტერესოა Tiger Lake ჩიპებე მომუშავე ლეპტოპების გაყიდვის თარიღი - 27 ივლისი. თუკი ეს ინფორმაცია სწორია, Intel-ის ახალი ჩიპების ანონსს უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. ამ დრომდეც ცნობილი იყო, რომ Tiger Lake პროცესორების ანონს Intel მიმდინარე წლის ივლისში აპირებდა. 

Link to comment
Share on other sites

ესე იგი ეხლახან გამოსული 9000 სერიის მობილური რეფრეში 10000 რომ გამოვიდა ეგ მარტო რაზმინკა ყოფილა, ეგ უფრო კარგ ფორმაში უნდა იყოს იგივე თრიდებზე და ბირთვებზე ვიდრე ეგ ძველი, მაგას თან ინტეგრირებული ვიდეოკარტაც უფრო ძლიერი ქონია, ეგ ფაქტიურათ 11 სერია გამოდის მობილური პროცესორების, როგორც ჩანს უფრო კარგათ შეუბერეს 10 ნანომეტრზე მობილურ სერიაში, ვიდრე აქამდე ახერხებდენ, ისე აზრი არ ქონდა მაგის გამოშვებას 1000 უინიტის გულისთვის თუნდაც და სერიოზული დეფიციტის, გეიმინგისთვის ეგ არ გამოდგება მგონი, მაგრამ სხვა რაღაცისთვის კარგი უნდა იყოს თუ უფრო დაბალი ენერგომოხმარება ექნება 8 თრიდზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.