Jump to content

ელექტრომობილი Ford Mustang Mach-E - კომპანიის პირველი ავტომობილი Ford Co-Pilot 360 2.0 ტექნოლოგიით


Recommended Posts

საავტომობილო წარმოების გადასვლა ელექტროძრავებზე და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიები სინქრონულად ვითარდება. ამ ტენდენციების შესაბამისად Ford-მა გადაწყვიტა გამოიყენოს თავისი სრულიად ელექტრო ქროსოვერი Mach-E, როგორც პირველი ავტომობილი Ford Co-Pilot 360 2.0 ტექნოლოგიით. მთავარი სიახლეა მძღოლზე ორიენტირებული კამერის გამოყენება უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. 

image.jpeg 

Mustang Mach-E-ის მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ აღჭურვილობა Active Drive Assist (მძღოლის აქტიური დახმარების სისტემა) ავტომობილის შეძენის დროს. ეს არის მოსამზადებელი პაკეტის ნაწილი, რომელიც 2021 წლის მესამე კვარტალში Mach-E-ის მფლობელებს საშუალებას მისცემს სრული ძალით გააქტიურონ ახალი ADAS-ფუნქციები უსადენო განახლების  შედეგად ან Ford-ის სადილერო ცენტრში. 

ახალი პაკეტის ძირითადი უპირატესობაა მძღოლის გარეშე მართვის შესაძლებლობა, თუმცა ამგვარი რამ იმოქმედებს ჯერჯერობით მხოლოდ 100 ათასი მილის (160 ათასი კმ) მანძილზე ჩრდილოეთ ამერიკაში დაყოფილ გზატკეცილებზე. Ford-ის პრეს-რელიზში განიმარტა: 

მძღოლის გარეშე საჭის მართვა მფლობელებს საშუალებას მისცემს გზის გარკვეულ მონაკვეთებზე იმოძრაონ საჭეზე ხელის შეხების გარეშე მხოლოდ იმ პირობთ, რომ გააგრძელებენ გზისთვის თვალყურის დევნებას: შედეგად ისინი მიიღებენ დამატებით კომფორტს ხანგრძლივი მგზავრობისას. 

გაუმჯობესებული ინფრაწითელი კამერა, რომელიც მძღოლისკენაა მიმართული, იკვლევს მის მზერას და თავის მდებარეობას, რათა სისტემამ შეიტყოს აქცევს თუ არა მძღოლი გზას ყურადებას ხელების გარეშე მართვისას, სისტემა ასევე იკვლევს მოძრაობის მიმართულებას შესაბამის ზოლზე. მძღოლები მონაცემა დაფაზე წინასწარ ვიზუალურ შეტყობინებას მიიღებენ მაშინ, როდესაც საჭირო გახდება სატრანსპორტო საშუალების ხელით მართვა“. 

image.jpeg 

Ford-მა დაასახელა კიდევ ორი გაუმჯობესებული ფუნქცია, რომლებიც შედის Mach-E Co-Pilot 360 2.0-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში, ესენია Road Edge Detection და Blind Spot Assist. სავალი გზის კიდეებისა და სამოძრაო ზოლის ნაპირების აღქმის შემდეგ მძღოლი მიიღებს გაფრთხილებას, თუკი დასაშვებ სივრცეს გადასცდება. ფუნქცია Blind Spot Assist ასახავს შუქს გვერდითი ხედვის სარკეში და საჭიროების შემთხვევაში უბიძგებს საჭეს. 

image.jpeg 

ჯამში ავტოპილოტირების სისტემა წააგავს General Motors-ის SuperCruise-ს, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოვიდა, თუმცა Ford ჩამორჩება. ერთადერთი სიახლეა მძღოლისკენ მიმართული კამერა, რომელსაც ემატება კამერები წინა პანელზე, წინა რადარსა და კუთხის რადარებზე. ზოგიერთი მძღოლი მიიჩნევს, რომ SuperCruise-ის გამოყენება ბევრ გზაზე შემაშფოთებელია: ზოგჯერ ავტოპილოტისთვის ხელმისაწვდომი მონაკვეთები ძალიან მოკლეა, ხოლო მართვასა და ავტომატიზაციას შორის ხშირი გადართვა კი - არაკომფორტული. 

კომპანია კონსერვატიულ მიდგომას უჭერს მხარს. Ford ADAS-ის მომხმარებლებთან მუშაობის მენეჯერმა Chris Billman-მა განაცხადა: ”ჩვენ გულდასმით ვირჩევთ სახელებს ჩვენი ფუნქციებისთვის. ვხდით მათ ინტუიციურად გასაგებს, არ ვაჭარბებთ და არც ვამტკიცებთ, რომ ფუნქციები უფრო მეტის შემძლეა, ვიდრე ვაცხადებთ“. 

Ford-მა ადრე თავისი Co-Pilot შეადარა Tesla AutoPilot-ს და მიუთითა მისი ფუნქციების ნაკლებობაზე (არ იქნა ნახსენები შუქნიშნის სიგნალების ამოცნობა და კონკურენტის სხვა უპირატესობები): 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.