Jump to content

ილონ მასკი: SpaceX აშენებს უზარმაზარ მცურავ პლატფორმებს რაკეტებისთვის


Recommended Posts

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული კომპანია SpaceX აპირებს სუპერმძიმე რაკეტა Starship-ის წყალზე დასმას. ერთ-ერთი პირველი მსგავსი ინფორმაცია მასკის მიერ გაჟღერდა 2017 წლის ოქტომბერში სიტყვით გამოსვლისას. მან ისაუბრა SpaceX-ის გეგმაზე, რომელიც გულისხმობს მარსზე ქალაქის აშენებას და იქ მილიონზე მეტი ადამიანის დასახლებას. 

image.jpeg 

მაშინდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა Starship-ის ვიდეო (პროექტს მაშინ ეწოდა Big F---ing Rocket), რომელშიც მგზავრები აფრინდნენ ნიუ-იორკის მახლობლად ოკეანური პლატფორმიდან და 39 წუთის შემდეგ დაეშვნენ ანალოგიურ მცურავ პლატფორმაზე შანხაისთან ახლოს. 

სასტარტო პლატფორმების აშენების გეგმა წლობით გადაიდო ძალების სიმცირის გამო. ამჯერად კი აეროკოსმოსურმა კომპანიამ განათავსა ორი ვაკანსია ინჟინრებისთვის, რომლებიც დაეხმარებიან ოპერატიული საზღვაო სარაკეტო კომპლექსის დაპროექტებასა და მშენებლობაში. 

არც ერთ ვაკანსიაში არ არის ნახსენები Starship, თუმცა ორივე მათგანი განთავსებულია ბრაუნსვილში, ტეხასის შტატში - ეს ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 30 წუთის სავალზე შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთისგან, სადაც SpaceX აწყობს და ატარებს რაკეტა Starship-ის პროტოტიპების გამოცდას. 

ჟურნალისტების მიერ ამ ვაკანსიების აღმოჩენის შემდეგ მასკმა გააკეთა კომენტარი: „SpaceX აშენებს სუპერმძიმე კლასის მცურავ კოსმოსურ პორტებს მარსისთვის, მთვარისთვის და დედამიწის ირგვლივ ზებგერითი სიჩქარით მოგზაურობისთვის“. 

image.jpeg 

SpaceX-ს არ აქვს ოკეანური პლატფორმიდან რაკეტის გაშვების გამოცდილება, თუმცა კომპანიამ უკვე მოახერხა პირველი დონის ათობით ამაქარებლის დასმა მცურავ პლატფორმებზე. ეს ამაქარებლები გამშვები სისტემის ყველაზე ძვირადღირებული ნაწილებია. პლატფორმებზე წარმატებით დაშვების შემდეგ ხდება მათი აღდგენა და განმეორებითი გამოყენება, რიაც SpaceX მილიონობით დოლარის ეკონომიას აკეთებს. ილონ მასკს არ დაუდასტურებია, რომ საზღვაო პორტი შეძლებს სუპერმძიმე რაკეტის გაშვებასა და უკან იმავე პლატფორმაზე დაბრუნებას. 

SpaceX-მა ცოტა ხნის წინ მიიღო NASA-ს კონტრაქტი, რომლის მიხედვით Starship ნდა ჩაერთოს მთვარეზე ადამიანების ტრანსპორტირების სისტემაში. კომპანია ასევე აპირებს დედამიწის თანამგზავრზე 2023 წელს გაუშვას იაპონელი მილიარდერი Yusaku Maezawa, 2024 წელს კი პირველი ადამიანები წაიყვანოს მარსზე. ეს გეგმები ილონ მასკმა 4 ივნისს დაადასტურა. და ბოლოს, კომპანია აპირებს Starship-ის მეშვეობით შექმნას ტრანსკონტინენტური მაღალსიჩქარიანი ფრენების სისტემა. „კომერციული მგზავრების გადაყვანის წინ განხორციელდება უამრავი სატესტო რეისი. პირველი საგამოცდო ფრენები დედამიწაზე 2-3 წელში დაიწყება“ - განაცხადა მასკმა. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.