Jump to content

Asus ROG Phone 3 - ყველაზე სწრაფი სმარტფონი Snapdragon 865-ზე


Recommended Posts

image.png

Asus ROG Phone 2 იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი და მისი შთამომავალი ROG Phone 3 მოდელიც გვთავაზობს დაუჯერებლად მაღალ წარმადობას. ახალი მოწყობილობ გამოჩნდა TENAA-ს ჩამონათვალში და წრმოდგენილია ნაცნობი გარეგნული დიზაინით, თუმცა განახლებული შიდა კომპონენტებით. 

Asus ROG Phone 3 გეიმინგ სმარტფონს ექნება აჩქარებული პროცესორი Snapdragon 865. ჩიპსეტის ბირთვი, როგორც წესი, მუაობს 2.84 გჰც სიხშირეზე, თუმცა TENAA-ს თანახმად ROG Phone 3-ში ეს სიხშირე 3.091 გჰც-მდეა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდე გაიზარდა. შედეგად ROG Phone 3 იქნება  2020 წლის მესამე სმარტფონი 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით Samsung Galaxy S20 Ultra-სა და Nubia Red Magic 5G მოდელების შემდეგ. 

სმარტფონს ექნება 6.59-დუიმიანი AMOLED-დისპლეი FHD+ გაფართოებით ისევე, როგორც მის წინამორბედს. კადრის განახლების სიხშირე ცნობილი არ არის, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ ტელეფონს ექნება 120 ჰც სიხშირე ROG Phone 2 მოდელის მსგავსად.  

image.pngimage.png 

ახალ გეიმინგ სმარტფონს ექნება 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ASUS-მა ამჯერად მოწყობილობას მესამე კამერა დაუმატა. ახალ სენსორზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა ძირითადი კამერა როგორც ჩანს 64-მეგაპიქსელიანი იქნება ROG Phone 2-სგან განსხვავებით, რომლის მავარი კამერის გაფართოებაა 48 მეგაპიქსელი. გარდა ამისა, ROG Phone 3 საკმაოდ მძიმე იქნება - იგი იწონის 204 გრამს, შედეგად 20%-ით მძიმეა Galaxy S20 Plus-ზე და 8%-ით მძიმე S20 Ultra-სთან შედარებით. 

არსებული ინფორმაციის ანახმად ROG Phone 3 მოდელს აქვს USB-C პორტი, რომლის მეშვეობი დაუკავშირდება ყურსასმენი, ქედან გამომდინარე, ტელეფონს არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ცალკე ადაპტერის ყიდვა 3.5 მმ ყურსასმენის გამოსაყენებლად, ან უსადენო ყურსასმენის შეძენა. 

სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 10-ითა და საკუთარი სამომხმარებლო ინტერფეისით. მოწყობილობის ფასი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ღირებულება იქნება დაახლოები 1000 აშშ დოლარი აქარებული პროცესორისა და სხვა ფუნქციების გათვალისწინებით. 

Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.