Jump to content

Boston Dynamics-მა დაიწყო რობოტ Spot-ის გაყიდვა ყველა მსურველზე 74 500 აშშ დოლარად


Recommended Posts

კომპანია Boston Dynamics-მა, რომელიც ქმნის შამბეჭდავ რობოტებს, დაიწყო ოთხფეხა რობოტ Spot-ის თავისუფლად გაყიდვა. გავითარების რამდენიმე წლის შემდეგ, გასულ წელს კომპანიამ დაიწყო მოწყობილობების გაქირავება დაწესებულებებზე და დღეს ნებისმიერ ამერიკულ კომპანიას შეუძლია შეიძნოს Spot 74 500 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

Boston Dynamics აცხადებს, რომ მყიდველი მიიღებს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ რობოტს, რომელსაც პრაქტიკულად ყველგან შეუძლია გადაადგილება. 

რობოტი Spot ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ამჟამად მას ძირითადად შეუძლია დაკვირვების წარმოება და მონაცემების შეგროვება. ტესტირების მსვლელობისას Spot ქმნიდა სამშენებლო მოედნების 3D-რუკებს და ავლენდა მანქანების გაუმართაობის შემხვევებს საზღვაო სანავთობე კოშკურებზე. გაცილებით რუტინული ტესტები მოიცავს საავადმყოფოებისთვის დახმარების გაწევას COVID-19-ის მქონე პაციენტების დახარისხებაში, ასევე პოლიციის განყოფილებაში მუშაობა ბომბის აღმოსაჩენად. Boston Dynamics ამტკიცებს, რომ Spot მრავალფუნქციური მობილური პლატფორმაა, რომლის მომართვა შესაძლებელია სხვადასხვა სენსორის დახმარებით, ასევე მისი დაპროგრამება პატრულირების ჩატარებასა და ინსპექტირებაში. 

კომპანია რობოტებს ყიდის ძირითადად საწარმოო და კომერციულ მომხმარებლებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახიფათო ადგილებზე სენსორების მიწოდების საკითხი ადამიანების ნაცვლად მოწყობილობებს ანდონ. ასევე შესაძლებელია რობოტის გამოყენება ისეთ რუტინულ საქმიანობაში, როგორიცაა ფაბრიკის გადაღება დღეში ორმოცჯერ. კომპანია პირობას დებს, რომ გააგრძელებს Spot-ის მოდერნიზაციას მომხმარებლების გამოხმაურებების შესაბამისად, თუმცა რობოტი გაყიდვისთვის უკვე მზად არის, რაც დაკავშირებულია პროგრამული უზრუნველყოფის მცირე ხნის წინანდელ განახლებასთან, რომელიც დაიწერა Boston Dynamics-ის ინჟინრების მიერ. განახლებას ეწოდება Spot 2.0 და იგი უზრუნველყოფს ავტონომიურობისა და ნავიგაციის გაფართოებულ ფუნქციებს. 

ერთ-ერთი ფუნქციაა დისტანციური მართვა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ რობოტის მუშაობა დისტანციურად, Boston Dynamics-ის ოფისის მონახულების გარეშე.  

Boston Dynamics-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ხელმისაწვდომი გახდება რობოტიზირებული მანიპულატორი თავით, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენების მთელ რიგ შესაძლებლობებს. შედეგად Spot შეძლებს მანიპულირებას გარემოში, აკრეფს ნივებს, გააღებს კარს, მოუჭერს სარქველებს და ჩართავს კონცენტრატორებს. 

Spot საკმაოდ ცნობილი რობოტია, თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულ პროდუქტად ითვლება. დღესდღეობით კომპანიას გაქირავებული აქვს დაახლოებით 150 ამგვრი აგრეგაი, თუმცა COVID-19-ის ეპიდემიის გამო ვერ ახერხებს მიმდინარე წელს გეგმის მიხედვით 1000 ერთეულის წარმოებას (ამ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვას კომპანია 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აპირებს). მომხმარებლები ასევე შეზღუდულნი არიან ერთდროულად ორი რობოტის შეძენაში: მსხვილი შეკვეთებისთვის დამკვეთებს საკიხის დამატებითი განხილვა მოუწევთ Boston Dynamics-თან. 

image.jpeg 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.