Jump to content

Android-სმარტფონებმა დაიკავეს ბაზრის 90% – დასახელდა მსოფლიოში 5 ყველაზე გაყიდვადი მოდელი


Recommended Posts

დიდი ხნის განმავლობაში Android-სმარტფონები რაოდენობრივად სხვა ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობების მსგავსი იყო. ანალიტიკური კომპანია Strategy Analytics-ის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ Android-სმარტფონები დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2020 წლის პირველ კვარტალში Android-ზე მომუშავე სმარტფონები იკავებდნენ ტელეფონების ბაზრის დაახლოებით 88-89%-ს, თუმცა ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონი AppleiPhone 11 ამ დრომდე პირველ ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში. 

image.png 

ხსენებული საკითხის უფრო დეტალურად შესწავლისას ორგანიზაცია Strategy Analytics-მა გამოავლინა ხუთი ყველაზე პოპულარული სმარტფონი მსოფლიოში. ესენია: 

  • Samsung Galaxy A51, 

  • Xiaomi Redmi 8, 

  • Samsung Galaxy S20+, 

  • Samsung Galaxy A10s,  

  • Xiaomi Redmi Note 8. 

ანალიტიკოსების თქმით, 2020 წელს მომხმარებლების უმეტესობა სმარტფონის შეძენისას ორიენტირდება მხოლოდ ფასისა და ხარისხის მომგებიან შეფარდებაზე და დიდ უპირატესობას არ ანიჭებს პრემიალურ მოდელებს, რომელთა ფასი რამდენჯერმე მეტია. 

image.png 

კვლევის თანახმად, ყველა გაყიდული სმარტფონის 20%-ის რეალიზაცია მოახდინა კორპორაცია Samsung-მა. შედარებით ნაკლები რაოდენობა გაყიდა Huawei-მ. Apple-ის გაყიდვები გასულ კვარტალთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. ჩინურმა კომპანიამ გაუსწრო Apple-ს, მალე გაყიდული მოდელების რიცხვით მას შეავიწროებს Xiaomi, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას თვითიზოლაციის პირობებში. 
https://bit.ly/2UN68ia 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.