Jump to content

ASUS ამზადებს MiniPC PN50 ნეტტოპს AMD Ryzen 4000U Renoir-ის ბაზაზე


Recommended Posts

კომპანია ASUS ემზადება ახალი ულტრაკომპაქტური კომპიუტერის, MiniPC PN50-ის გამოშვებისთვის, რომელიც აგებულია ენერგოეფექტური ჰიბრიდული AMD Ryzen 4000U (Renoir) პროცესორების ბაზაზე. ახალი მოწყობილობა უკვე მოცემულია შვედურ რითეილერ Inet-ზე, იგი ხელმისაწვდომი 20 ივლისიდან გახდება. 

image.jpeg 

როგორც რესურსი Tom’s Hardware მიუთითებს, კომპატურ კომპიუტერ  MiniPC PN50-ში წრმოდგენილი იქნება Zen 2 არქიტექტურის პროცესორები, დაწყებული უმცროს მოდელ Ryzen 3 4300U-ით (4 ბირთვი/4 ნაკადი) - დამთავრებული ფლაგმანური Ryzen 7 4800U პროცესორით (8 ბირთვი/16 ნაკადი). როგორც ჩანს, ASUS-ის აზრით მომხმარებლები არ არიან დაინტერესებულნი ექვსბირთვიანი Ryzen 5 4600U ჩიპით, რადგანაც მოლოდინში არსებულ პროდუქციას შორის არის მხოლოდ ვარიანტები Ryzen 3 4300U-ის, Ryzen 5 4500U-ის, Ryzen 7 4700U-ისა და Ryzen 7 4800U პროცესორების ბაზაზე. მათ, ვინც მოისურვებს ექვსბირთვიან პროცესორს, არევანის გაკეთება შეუძლიათ Ryzen 5 4500U ჩიპზე, რომელსაც აქვს 6 ბირთვი, მაგრამ არ გაანია SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

კომპაქტური კომპიუტერი ASUS MiniPC PN50 გამოიყურება პრაქტიკულად ისევე, როგორც ორი წლის წინ გამოსული მოდელი PN60. შვედური მაღაზიის მონაცემებით კომპიუტერი წარმოდგენილია კომპაქტური კორპუსით, რომლის ზომაა 115 × 115 × 49 მმ, წონა - 0.7 კგ. შედარებისთვის, მისი უახლოესი კონკურენტი Intel NUC 10 Performance (Frost Canyon თაობა) ნეტტოპის გაბარიტებია 117 x 112 x 51 მმ. 

MiniPC PN50 მოდელს აქვს M.2 სლოტი NVMe ისკისთვის, ასევე ხელმისაწვდომია სივრცე 2.5-დუიმიანი სტანდარტული SSD დისკისთვის. გარდა ამისა, კომპიუტერს აქვს ოთხი SO-DIMM DDR4 სლოტი 64 გბ ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით. დისკრეტული გრაფიკის ადგილი წარმოდგენილი არ არის, ამიტომაც გრაფიკაზე პასუხისმგებელია მეორე თაობის ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი Vega, Vega 7-მდე. 

image.jpeg 

კომპაქტური კომპიუტერის აღჭურვილობაში შედის: ორი პორტი USB 3.1 Type-C, სამი USB 3.1 Type-A, მეხსიერების microSD ბარათის სლოტი, ასევე კომბინირებული აუდიოკონექტორი. ქსელრ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სტანდარტული გიგაბიტური ქსელური ინტერფეისი, ასევე აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 მხარდაჭერა, რომელა მუშაობას უზრუნველყოფს კონტროლერი Intel Wi-Fi 6 AX200. ასევე ხელმისაწვდომი HDMI 2.0 და DisplayPort 1.4. 

დოლარში გადაანგარიშებით Ryzen 3 4300U და Ryzen 5 4500U ჩიპების ბაზაზე არსებული ASUS MiniPC PN50 ნეტტოპის ფასი დაახლოებით 325 და 334 აშშ დოლარია. უფროსი Ryzen 7 4700U და Ryzen 7 4800U პროცესორების მქონე მოდელების ღირებულება კი დაახლოებით 385 და 506 აშშ დოლარია, შესაბამისად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.