Jump to content

მთვარეზე როვერ VIPER-ის გაგზავნა NASA-მ კომპანია Astrobotic-ს ანდო


Recommended Posts

აშშ-ის ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაასახელა კომპანია, რომელიც მთვარეზე როვერ VIPER-ს წაიღებს. 

image.jpeg 

NASA Ames/Daniel Rutter 

სააგენტოს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია საკონტრაქტო შეთანხმება პიტსბურგულ კომპანია Astrobotic-თან, გარიგების ღირებულებაა 199.5 მლნ აშშ  დოლარი. შეთანხმების თანახმად 2023 წლის ბოლოს კომპანია უზრუნველყოფს VIPER-ის ტრანსპორტირებას მთვარის სამხრეთი პოლუსისკენ. 

როვერი VIPER განკუთვნილია დედამიწის თანამგზავრზე ყინულის ძიებისთვის, „საფუძველს დაუდებს გზას მთვარეზე ასტრონავტების გადაადგილებისთვის და სააგენტო NASA-ს ერთი ნაბიჯით დაუახლოებს მთვარეზე გრძელვადიან არსებობას პროგრამა „Artemis“-ის ფარგლებშ“ -  განაცხადა კოსმოსურმა სააგენტომ. 

VIPER-ის მთვარეზე გაგზავნა არის NASA-ს პროგრამის ნაწილი, რომელშიც მოიაზრება დასაფრენი მოდულებისა და კომერციული სერვისების შექმნა სასარგებლო ტვირთის მიწოდებისთვის. გამოყენებული იქნება სააგენტოს საწარმოო პარტნიორების შესაძლებლობები სამეცნიერო აღჭურვილობისა და სხვა სახის ტვირთის დედამიწის თანამგზავრზე სწრაფი გაგზავნისთვის. კონტრაქტის პირობების თანახმად, Astrobotic პასუხისმგებელია კომპლექსურ სერვისებზე VIPER-ის ტრანსპორტირებისას, ასევე უნდა უზრუნველყოს დასაფრენ აპარატ Griffin-ის ინტეგრაცია, გაშვება დედამიწიდან და მთვარის ზედაპირზე დაშვება. 

მისია გაგრძელდება 100 დედამიწური დღე, ამ პერიოდში VIPER გაივლის რამდენიმე კილომეტრს და გამოიყენებს ოთხ სამეცნიერო ინსტრუმენტს ნიადაგის სხვადასხვა სახეობის ნიმუშების ასაღებად. სამი მათგანის ტესტირება მთვარეზე მოხდება CLPS მისიის ფარგლებში, 2021 და 2022 წლებში. როვერს ასევე ექნება ბურღი, რომლის მეშვეობით მოხდება შეღწევა მთვარის გრუნტში დაახლოები 0.9 მეტრის სიღრმეზე. 

„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გაკეთებულა - ვახდენთ ინსტრუმენტეის ტესტირებას მთვარეზე იმ დროს, როდესაც იწყობა როვერი. VIPER და უამრავი საასარგებლო ტვირთი, რომლებსაც მთვარეზე გავგზავნით უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, დაგვეხმარება მთვარის სრული სამეცნიერო პოტენციალის რეალიზებაში“ - განაცხადა NASA-ს სამეცნიერო საკიხების დირექტორმა Thomas Zurbuchen-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.