Magdalena Posted June 11, 2020 Share Posted June 11, 2020 სმარტფონებისთვის განკუთვნილი გეიმინგ კონტროლერი ბოლო CES-გამოფენაზე რატომღაც ჩაიკარგა წარმოდგენილ დიდი რაოდენობის გაჯეტებს, 5G მარშრუტიზატორებსა და მასიურ სიმულატორებს შორის. მოულოდნელად Razer-ის ახალი კონტროლერი უკვე გაყიდვაში გამოვიდა და ღირს 80 აშშ დოლარი. ეს არ არის პირველი გეიმინგ პერიფერიული მოწყობილობა სმარტფონებისთვის და არც ამ კონკრეტული ფორმ-ფაქტორის პირველი დივაისი. თუმცა, როდესაც ასეთ პროდუქტს უშვებს ისეთი კომპანია, როგორიცაა Razer, რომელსაც გეიმერებს შორის პოპულარობა და პატივისცემა აქვს მოპოვებული - ახალი მოწყობილობით იგი ადვილად მიიქცევს მომხმარებლების ყურადღებას. აქსესუარი უკვე იყიდება 80 აშშ დოლარად - ამჟამად არსებული ვერსია თავსებადია ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ყველაზე იაფი პროდუქტი ამ კატეგორიაში, Razer-ის მოწყობილობები, როგორც წესი, არ ღირს იაფი, თუმცა Kishi-მ უკვე მიიღო დადებითი გამოხმაურებები ინტერნეტში. გარდა ამისა, მალე გამოვა Razer Kishi-ს ვერსია iPhone-ისთვის. მოსალოდნელია, რომ იგი გაიყიდება მიმდინარე ზაფხულიდან. უნდა აღინიშნოს, რომ Razer Kishi სმარტფონს დაუკავშირდება USB-C პორტით, რაც უზრუნველყოფს Bluetooth-ზე მომუშავე ანალოგიურ აქსესუარებთან შედარებით ნაკლებ შეფერხებას გეიმინგ პროცესში. გაჯეტი ასევე მუშაობს სერვის Stadia-სთან, რაც კარგი ბიძგი იქნება Google-ის ქლაუდ-სერვისის განვითარებისთვის, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია საჭირო პოპულარობა. https://bit.ly/3cQxN86 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.