Magdalena Posted June 10, 2020 Share Posted June 10, 2020 მიმდინარე წელს Xiaomi-ს ვიცე-პრეზიდენტმა და Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ ეკრანზე ინტეგრირებული კამერების მქონე სმარტფონების გამოსვლამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. Xiaomi-მ და Oppo-მ წარადგინეს მსგავსი კამერების პროტოტიპები გასულ წელს, თუმცა კომერციულ გავრცელებაზე არაფერი თქმულა. დისპლეების ჩინური მწარმოებელი Visionox საზოგადოებას პირდება მსგავსი ეკრანებისა და მათ ბაზაზე შექმნილი სმარტფონების მალე გამოჩენას. Visionox იწყებს ეკრანში ჩაშენებული კამერების წარმოებას. შედეგად სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ შექმნან ნამდვილი უჩარჩოო მოწყობილობები ყოველგვარი ჭრილისა და სელფი-კამერისთვის განკუთვნილი ღიობების გარეშე. Visionox-ის მიდგომა მოიცავს ორგანული და არაორგანული მასალების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ გამჭვირვალობის მაღალ დონეს თანამედროვე OLED პანელებთან შედარებით. პირველი მსგავსი სქემები და პიქსელების სტრუქტურები ასევე გამოიყენება გამოსახულების დამახინჯების შემცირების მიზნით. აპარატული კომპონენტების პარალელურად კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული ალგორითმი ჩაბნელების ეფექტის მოგვარებისთვის. Visionox ამტკიცებს, რომ ეკრანში ჩაშენებული კამერების მქონე სმარტფონები სულ მალე გამოვა, თუმცა კონკრეტული ვადა არ სახელდება. ჩინური კომპანიების გარდა გავრცელდა ცნობა, რომ მსგავსი მოწყობილობების შექმნით დაინტერესებულია Samsung-იც, თუმცა მას საკუთარი პროტოტიპი ჯერ არ წარუდგენია. https://bit.ly/2BKEGLr Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.