Jump to content

აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალები 2021 წელს ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის საჰაერო ბრძოლას ჩაატარებენ: ექსპერტები ფსონს მანქანებზე დებენ


Recommended Posts

შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს სურთ ჩაატარონ საჩვენებელი საჰაერო ბრძოლა ცოცხალ პილოტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. სამხედრო ექსპერტები და ინჟინრები მუშაობენ ავტონომიურ მფრინავ დრონზე, რომლის წარდგენა დაგეგმილია 2021 წლისთვის. 

image.jpeg 

აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალები დიდი ხანია იკვლევენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ ამოცანაში, მაგალიად - პილოტების დამხმარის სახით ან როგორც ცალკეული საბრძოლო ერთეული. მაგალიად, 2016 წელს ვირტუალურ სივრცეში შედგა ბრძოლა წამყვან ექსპერტებსა და ხელოვნურ ინტელექტ ALPHA-ს შორის, რომელშიც ეს უკანასკნელი გამოვიდა გამარჯვებული. 

ჟურნალ Air Force Magazine-ის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში (Air Force Research Laboratory, AFRL) 2018 წლიდან მოყოლებული ტარდება მუშაობა ავტონომიურ ავიაგამანადგურებელზე. მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება ავდაპირველად იგეგმება ნაკლებად თანამედროვე საბრძოლო მანქანის შემადგენლობაში, როგორიცაა მაგალიად მრავალსამიზნიანი გამანადგურებელი F-16.  პერსპექტივაში ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი გახდება მეტად თანამედროვე მოდელებშიც, როგორებიცაა F-22 ან F-35. 

ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი დრონის ტექნიკური მახასიაებლები ცხადია არ ხმაურდება -  საუბარია სამხედრო ტექნოლოგიებზე. თუმცა YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში  პენტაგონის ხელოვნური ინტელექტის კვლევის გაერთიანებული ცენტრის  ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა Jack Shanahan-მა განაცხადა, რომ AFRL „აფართოებს ხელოვნური ინტელექტის საზღვრებს საბრძოლო გამოყენებაში“ და დაამატა -  „პროექტზე მომუშავე გუნდი დარწმუნებულია, რომ მანქანა დაამარცხებს ადამიანს“. 

image.jpeg 

Shanahan-მა აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებული ძალები უსმენს და ითვალისწინებს გაფრთხილებებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში არსებული პროგრესის შესახებ. მან დაამატა, რომ ავტონომიურობის მეოხე დონის მქონე სრულიად უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ამჟამად გზებზე ჯერ კიდევ არ არსებობს და ყველა მსგავსი ტექნოლოგია ვერ იქნება სამომავლოდ გამოყენებული.  

ნებისმიერ  შემხვევაში, პროექტი AFRL ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ერთადერთი პროექტი არ არის, რომელზეც აშშ-ის შეიარაღებული ძალები მუშაობენ. გასულ წელს ამერიკულმა სამხედრო სააგენტომ განაცხადა პროექტ Skyborg-ზე მშაობის შესახებ. მის ფარგლებში იწყობა უპილოტო საფრენი აპარატი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც გვევლინება, როგორც ცოცხალი პილოტის მიერ მართვადი ავიაგამანადგურებლის დამხმარე საფრენი ერთეული: დრონი მისთვის შეაგროვებს სადაზვერვო მონაცემებსა და შეასრულებს სხვა სასარგებლო ფუნქციებს. 

როგორც რესურსი Engadget აღნიშნავს, სამხედრო სააგენტო სხვადასხვა დონეზე გეგმავს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის გამოყენებას სამხედრო საქმიანობის სფეროში, დაწყებული ტექნიკური მომსახურებიდან - დამთავრებული საბრძოლო სტრატეგიების შემუშავებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.