Magdalena Posted June 10, 2020 Share Posted June 10, 2020 შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს სურთ ჩაატარონ საჩვენებელი საჰაერო ბრძოლა ცოცხალ პილოტსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. სამხედრო ექსპერტები და ინჟინრები მუშაობენ ავტონომიურ მფრინავ დრონზე, რომლის წარდგენა დაგეგმილია 2021 წლისთვის. აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალები დიდი ხანია იკვლევენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ ამოცანაში, მაგალითად - პილოტების დამხმარის სახით ან როგორც ცალკეული საბრძოლო ერთეული. მაგალითად, 2016 წელს ვირტუალურ სივრცეში შედგა ბრძოლა წამყვან ექსპერტებსა და ხელოვნურ ინტელექტ ALPHA-ს შორის, რომელშიც ეს უკანასკნელი გამოვიდა გამარჯვებული. ჟურნალ Air Force Magazine-ის ინფორმაციით აშშ-ის შეიარაღებული სამხედრო ძალების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში (Air Force Research Laboratory, AFRL) 2018 წლიდან მოყოლებული ტარდება მუშაობა ავტონომიურ ავიაგამანადგურებელზე. მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენება თავდაპირველად იგეგმება ნაკლებად თანამედროვე საბრძოლო მანქანის შემადგენლობაში, როგორიცაა მაგალითად მრავალსამიზნიანი გამანადგურებელი F-16. პერსპექტივაში ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელი გახდება მეტად თანამედროვე მოდელებშიც, როგორებიცაა F-22 ან F-35. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი დრონის ტექნიკური მახასიათებლები ცხადია არ ხმაურდება - საუბარია სამხედრო ტექნოლოგიებზე. თუმცა YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში პენტაგონის ხელოვნური ინტელექტის კვლევის გაერთიანებული ცენტრის ხელმძღვანელმა გენერალ-ლეიტენანტმა Jack Shanahan-მა განაცხადა, რომ AFRL „აფართოებს ხელოვნური ინტელექტის საზღვრებს საბრძოლო გამოყენებაში“ და დაამატა - „პროექტზე მომუშავე გუნდი დარწმუნებულია, რომ მანქანა დაამარცხებს ადამიანს“. Shanahan-მა აღნიშნა, რომ სამხედრო შეიარაღებული ძალები უსმენს და ითვალისწინებს გაფრთხილებებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში არსებული პროგრესის შესახებ. მან დაამატა, რომ ავტონომიურობის მეოთხე დონის მქონე სრულიად უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები ამჟამად გზებზე ჯერ კიდევ არ არსებობს და ყველა მსგავსი ტექნოლოგია ვერ იქნება სამომავლოდ გამოყენებული. ნებისმიერ შემთხვევაში, პროექტი AFRL ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ერთადერთი პროექტი არ არის, რომელზეც აშშ-ის შეიარაღებული ძალები მუშაობენ. გასულ წელს ამერიკულმა სამხედრო სააგენტომ განაცხადა პროექტ Skyborg-ზე მუშაობის შესახებ. მის ფარგლებში იწყობა უპილოტო საფრენი აპარატი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე, რომელიც გვევლინება, როგორც ცოცხალი პილოტის მიერ მართვადი ავიაგამანადგურებლის დამხმარე საფრენი ერთეული: დრონი მისთვის შეაგროვებს სადაზვერვო მონაცემებსა და შეასრულებს სხვა სასარგებლო ფუნქციებს. როგორც რესურსი Engadget აღნიშნავს, სამხედრო სააგენტო სხვადასხვა დონეზე გეგმავს მანქანური სწავლების ტექნოლოგიის გამოყენებას სამხედრო საქმიანობის სფეროში, დაწყებული ტექნიკური მომსახურებიდან - დამთავრებული საბრძოლო სტრატეგიების შემუშავებით. https://bit.ly/3cOtIRU Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.