Jump to content

დიზაინერული ხედვა, თუ როგორ იქცევა პიკაპი Tesla Cybertruck მთვარემავლად


Recommended Posts

ილონ მასკის კომპანიები - Tesla და SpaceX  სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. არავის გაუკვირდება, რომ მათ სამომვლოდ ძალისხმევა გააერთიანონ და შექმნან მთვარემავალი, რომელსაც ასტრონავტები გამოიყენებენ. როგორც ჩანს, ასეთივე აზრისაა ერთ-ერთი დიზაინერი, რომელმაც შექმნა და გამოაქვეყნა რამდენიმე ვიზუალიზაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს Tesla-ს მთვარემავალი. 

image.jpeg 

Tesla-ს მთვარემავალის რენდერების ავტორია Instagram-ის რიგითი მომხმარებელი Charlie Automotive. სავსებით ლოგიკურია, რომ პროექტს საფუძვლად დაედო პიკაპი Tesla Cybertruck, რადგანაც მისი უჩვეულო გარეგნული იერსახე შესანიშნავად გამოდგება მთვარემავალისთვის. 

პიკაპი გამოიყურება ისე, თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებიდანაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, Tesla იყენებს მტკიცე კორპუსსა და ტყვიაგაუმტარ მინას Cybertruck-ის კონსტრუქციაში, რაც სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ილონ მასკი მოისურვებს პიკაპის ბაზაზე ნამდვილი მთვარემავლის აწყობას. 

image.jpeg 

ფართო საზოგადოების წინაშე ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ის წარდგენა შედგა გასული წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ პიკაპის სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა, კომპანიამ მის შეძენაზე წინასწარი შეკვეთების დიდი რაოდენობა მიიღო. კომპლექტაციის შესაბამისად ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 400-დან 800 კილომეტრამდე მანძილი ერთ დამუხტვაზე. საბაზისო კომპლექტაციის Cybertruck-ის შეენა შესაძლებელია დაახლოებით 40 ათას აშშ დოლარად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.