Magdalena Posted June 8, 2020 Share Posted June 8, 2020 უახლესი ცნობების თანახმად მე-11 თაობის Intel Core Rocket Lake დესკტოპ პროცესორები 2021 წლამდე არ გამოვა. ამჟამად ცნობილია, რომ ფლაგმანურ მოდელს ექნება 8 ბირთვი და ახალი არქიტექტურა Willow Cove, რომელიც თავდაპირველად მუშავდებოდა 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ შედეგად მათ 20%-იანი IPC წარმადობის ზრდა ექნებათ. რადგანაც ამ ჩიპების გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამჟამად საინტერესოა პროცესორები, რომლებიც მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. ეს იქნება მობილური Tiger Lake, რომლებიც ასევე გვევლინება, როგორც მე-11 თაობა და დამზადებული იქნება 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ეს იქნება უკვე მეორე თაობა ხსენებული ტექნოპროცესის ბაზაზე, რამაც Intel-ს ხელი უნდა შეუწყოს მათ მასობრივ წარმოებაში. მაშ ასე, ახალი Tiger Lake პროცესორების ბაზაზე პირველი ახალი პროცესორები გაყიდვაში წლის მესამე კვარტალში გამოვა. Intel-მა უკვე დაიწყო საინტერესო კომპლექტის სარეკლამო კამპანია, რომელშიც მოცემულია Lilium Tiger's Roar. ასევე მოცემულია შემდეგი შინაარსის შეტყობინება: „მოდის ზაფხული ისევე, როგორც ჩვენი პროცესორები“. ახალი ხაზი შემდგარი იქნება შემდეგი მოდელებისგან: Tiger Lake-Y, Tiger Lake-H და Tiger Lake-U. მათი ნაწილი გახდება ენერგოეფექტური, 4.5-9 ვატი TDP-ის დონის მქონე ლეპტოპების შემადგენელი ნაწილი. სხვა მოდელები საფუძვლად დაედება მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემებს და ექნებათ 8 ბირთვი და 16 ნაკადი, ასევე სწრაფი DDR4-3200/LPDDR4x 4266 მეხსიერებისა და მაღალი ტაქტის სიხშირეების მხარდაჭერა. როგორც ზემოთ ითქვა, ამ პროცესორების გამოსვლა დაგეგმილია მიმდინარე წლის ზაფხულისთვის. https://bit.ly/3h1C24b Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 8, 2020 Share Posted June 8, 2020 იყო კი მაგაზე ჭორები, მაგრამ არავის ჯერა ჯერ ბოლომდე მაგისი, ისიც ხომ დაიწერა მანამდე რომ 10 ნანოზე უარს ამბობსო ინტელი მთლიანათ და მაქს რამდენიმე მობილურ და სასერვერო სერიას თუ გამოუშვებსო 10 ნანომეტრზე, ეგ იპს 20% წარმადობის ზრდაც ვნახე მანამდე, მაგრამ მეგონა უბრალო ჭორები იყო, შეიძლება სიმართლეც აღმოჩნდეს, მაინც 7 ნანომეტრზე გაცილებით სერიოზული რამე იქნება თუ შეძლებენ გამოშვებას 2022 წლის ბოლოსთვის მაინც DDR5 საპორტით უკვე, მაგრამ მასეთი 10 ნანომეტრიანი სერიით რაღაც დონეზე შეძლებენ უკვე 5 ნანომეტრთან ჭიდილს, მითუმეტეს უფრო მალე თუ გამოვიდა რიზენის 4000 სერიაზე, ვნახოთ რამდენათ გამარლდება ეგ ჭორები 11 სერიასთან დაკავშირებით, ? კი ეწერა ხშირათ რომელ ტეხპროცესზე იქნებოდა 11 სერია ინფოები როცა იდებოდა, ეგეთივე სიტუაციაა 12, მაგრამ მაგაზე კიდე უფრო ნაკლები ინფოებია ჯერ, მანდ მგონი პროცესორების მასალის შეცვლასაც გეგმავსო ინტელი, სულ სხვა მასალის გამოყენებას აპირებენო ნაკლებათ რომელიც ხურდება უფრო და აქამდე არავის რომ არ გამოუყენებია ეგ კომპონენტები (Graphene and carbon nanotubes) , ეგ ყველაფერი ფურცელზეა ჯერ და ექსპერიმენტებია, რომელიც ან გაამართლებს ან არა, გეგმაში დღემდე წერია 2021 10ნანომეტრიო დესკტოპ სერიაზე, 7 კი 2022 მაგრამ რამდენათ შეძლებენ მაგის რეალიზირებას ეგ უკვე სხვა საკითხია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 15, 2020 Share Posted June 15, 2020 3-4 კვარტალიო ამ წლის, ვითომ მაგ ახალს ლამის ორჯერ უკეთესი წარმადობა ქონია იგივე TDP-ზე ფაირსტრაიკში და ინტეგრირებული ვიდეოკარტაც უფრო კარგ ფორმაშია ვიდრე აისლეიკზე, რომელიც კაკრაზ უნდა ჩაანაცვლოს, 8 ბირთვიანი 16 თრიდიანი იქნებაო ტოპ მოდელი მგონი, გეიმერულ ნოუტებზეც ჩადგამენ ეგეთს, ეგ მეორე პაკალენიის 10 ნანომეტრიანი მობილური სერიაა, პირველი დიდი ვერაფერი, გამოდის აგრეთვე 10 ნანომეტრიანი ქსეონებიც, ლენოვოს ჩარტშიც არის ეგ მობილური პროცესორი შეტანილი: სექტემბერ-ოქტომბერი უწერიათ მანდ, ისევ და ისევ Microsoft Surface Laptop და Surface Pro და Dell, HP და Lenovo ლეპებში ჩააკვეხებენ პირველ რიგში ეგეთს, გამოვა გეიმერული ლეპებიც იგივე 8 ბირთვიანზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.