Jump to content

Alfa Romeo კომპაქტურ ელექტრო ქროსოვერს 2022 წელს შექმნის


Recommended Posts

ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია Alfa Romeo, რომელიც შედის Fiat-Chrysler Automobiles (FCA) კორპორაციის შემადგენლობაში, გეგმავს 2022 წელს წარადგინოს სრულიად ელექტრო კომპაქტური ქროსოვერი. 

image.jpeg 

Alfa Romeo Tonale 

მოსალოდნელია, რომ კომპაქტური ელექტრო ქროსოვერი ზომით BMW X1-ის ტოლი და Volvo XC40-ზე ოდნავ პატარა იქნება. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება Alfa Romeo-ს გაყიდვების გამოცოცხლებაში სწრაფად განვითარებად ბაზარზე, სადაც სულ უფრო მეტად მკაცრდება დამოკიდებულება ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მიმართ. 

image.jpeg 

მანამდე, სანამ ჯერ კიდევ სახელწოდების არმქონე 2022 Alfa EV ელექტრო ქოროსოვერი გამოვა, ბრენდი წარადგენს საშუალო ზომის ქროსოვერ Tonale-ს ჰიბრიდული ტრანსმისიით. Tonale-ს კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა 2019 წელს ჟენევის ავტოსალონზე. გამოცხადდა, რომ იგი შეძლებს მხოლოდ 30 მილის (48 კმ) გავლას ბატარეით კვების პროცესში. Tonale აწყობილია FCA პლატფორმაზე, რომელიც საფუძვლად უდევს Jeep Compass-სა და Renegade მოდელებს. 

თუკი Alfa Romeo შეძლებს გეგმების რეალიზებას, 2022 წლისთვის მას ეყოლება ორი ელექტრო-მიერთებადი ქროსოვერი 

ამჟამად Fiat Chrysler ასობით მილიონ ევროს უხდის Tesla-ს შესაძლებლობისთვის - მოხდეს ეროპაში ერთიანი ავტოპარკის ფორმირება, რათა შეესაბამებოდეს ატმოსფეროში სითბური გაზების გამოფრქვევის შესახებ დაწესებულ მკაცრს მოხოვნებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.