Magdalena Posted June 5, 2020 Share Posted June 5, 2020 ცნობილი გახდა, რომ პრემიუმ-კლასის ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია Alfa Romeo, რომელიც შედის Fiat-Chrysler Automobiles (FCA) კორპორაციის შემადგენლობაში, გეგმავს 2022 წელს წარადგინოს სრულიად ელექტრო კომპაქტური ქროსოვერი. Alfa Romeo Tonale მოსალოდნელია, რომ კომპაქტური ელექტრო ქროსოვერი ზომით BMW X1-ის ტოლი და Volvo XC40-ზე ოდნავ პატარა იქნება. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება Alfa Romeo-ს გაყიდვების გამოცოცხლებაში სწრაფად განვითარებად ბაზარზე, სადაც სულ უფრო მეტად მკაცრდება დამოკიდებულება ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მიმართ. მანამდე, სანამ ჯერ კიდევ სახელწოდების არმქონე „2022 Alfa EV“ ელექტრო ქოროსოვერი გამოვა, ბრენდი წარადგენს საშუალო ზომის ქროსოვერ Tonale-ს ჰიბრიდული ტრანსმისიით. Tonale-ს კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა 2019 წელს ჟენევის ავტოსალონზე. გამოცხადდა, რომ იგი შეძლებს მხოლოდ 30 მილის (48 კმ) გავლას ბატარეით კვების პროცესში. Tonale აწყობილია FCA პლატფორმაზე, რომელიც საფუძვლად უდევს Jeep Compass-სა და Renegade მოდელებს. თუკი Alfa Romeo შეძლებს გეგმების რეალიზებას, 2022 წლისთვის მას ეყოლება ორი ელექტრო-მიერთებადი ქროსოვერი. ამჟამად Fiat Chrysler ასობით მილიონ ევროს უხდის Tesla-ს შესაძლებლობისთვის - მოხდეს ევროპაში ერთიანი ავტოპარკის ფორმირება, რათა შეესაბამებოდეს ატმოსფეროში სითბური გაზების გამოფრქვევის შესახებ დაწესებულ მკაცრს მოთხოვნებს. https://bit.ly/3gSGhPu Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.