Jump to content

Intel-ს მოგვიწოდებს - უარი ითქვას პროცესორების ეტალონურ ტესტებზე, აგრეთვე შეწყდეს ღელვა სინთეტიკური ბენჩმარკების რიცხვებზე


Recommended Posts

ბოლო წელს Intel-ი მკაცრ კონკურენციას წააწყდა AMD-ის მხრიდან. მოულოდნელად კომპანიამ გააცნობიერა, რომ მათი პროცესორები „წითლებისას“ ჩამორჩება. 200 აშშ დოლარიანი Ryzen 5 3600 დესკტოპ პროცესორი წარმადობით უკეთესი აღმოჩნდა 400 დოლარიან Intel Core მოდელებთან შედარებით, თუმცა სულ ოდნავ ჩამორება გეიმინგში. კიდევ უფრო უარესადაა სიტუაცია ენთუზიასტებისთვის განკუთვნილ პროცესორებში, სადაც 64-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3990X Intel-ის სერვერულ ჩიპებსაც კი აღემატება. 

image.png 

ეს ყველაფერი უძლიერეს ზეწოლას ახდენს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მენეჯმენტზე. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა პრეს-კონფერენცია, სადაც გაჟღერდა გეგმა, რომლის თანახმად 2023 წლისთვის Intel შეძლებს 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლას და შექმნის მოდელებს, რომლებიც თითქმის ორჯერ აღმატებული იქნება თანამედროვე მოდელებზე. უცნობია, გამოუვა თუ არა კომპანიას ჩანაფიქრი. აღვნიშნავთ, რომ ბოლო დროს გახშირდა კომპანიის მხრიდან მოწოდებები, რომ არ გამახვილდეს ყურადღება სინთეტიკურ ტესტებზე. 

მეათე თაობის Intel Core პროცესორებს სინთეტიკაში უჭირს. წინ მე-11 თაობაა, რომელიც ასევე დაფუძნებული იქნება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და შეძლებს უზრუნველყოს წარმადობის სასურველი ზრდა. ამასთან დაკავშირებით კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რობერტ სვონმა განაცხადა, რომ დროა ეტალონური ტესტებიდან აქცენტი რეალურ წარმადობაზე გადავიდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებისა და მათი ფასეულობების გავლენა საზოგადოებაზე. Intel-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კმარა სინთეტიკური ტესტების მაჩვენებლებზე ღელვა. 

ამოცანად რება, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში რობერტ სვონს. ნუთუ Intel-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები საზოგადოებისთვის უფრო ფასეულია იმაზე, რასაც AMD ქმნის? ნებისმიერ შემხვევაში სინთეტიკურ ტესტებზე უარის თქმისკენ მოწოდება ხმამაღალი განაცხადია. სავსებით სარწმუნოა, რომ მალე კომპანია ბენჩმარკეზე ტესტირებას აუკრძალავს ყველას, ვინც პროცესორებს რელიზამდე იღებს. ეს გამოიწვევს იმას, რომ შედარება მოხდება მხოლოდ რიგითი მომხმარებლების მიერ და უგულვებელყოფილი იქნება Intel-ის მიერ. მოსალოდნელი შედეგები გაურკვეველია. 

Link to comment
Share on other sites

ისე კიდე ერთი რამეა მანდ გასათვალისწინებელი, მაგ ახალ პროცესორზე Jim Keller მუშაობს, ვინც არ იცის მაგ სპეციალისტს მინიმუმ 20 წლიანი სტაჟი ქონია და ატლონიც მაგის შექმნილია თავის დროზე და რიზენიც მაგას შეუქმნია სხვათაშორის, მაგის შემდეგ კი ინტელში გადასულა სამუშაოთ უკვე, ანუ ინტელს რამე თუ გაუვარდა და კარგი გამოუვიდა, ეგ 12-13 სერიაზე იქნება მარტო, მანამდე ვფიქრობ უკან იქნებიან, რამდენით მაგას მარტო დრო გვიჩვენებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.