Jump to content

საუკეთესო დედა დაფები გეიმერებისთვის, ენთუზიასტებისა და ბიუჯეტური მომხმარებლებისთვის Рcgamesn-ის ექსპერტების აზრით


Recommended Posts

მეათე თაობის Intel Core პროცესორები ცოტა ხანია რაც გაყიდვაში გამოვიდა. შესაბამისი დედა დაფები მეტად ძირი ღირს საიმისოდ, რომ შესაძებელი გახდეს ეკონომიური სისტემის აწყობა. არანაკლე დამაბნეველი სიტუაციაა AMD-შიც. კომპანია ხან უარს აცხადებს В450 ჩიპსეტის მქონე დედა დაფების მხარდაჭერაზე, ხან კი თავისსავე განცხადებას უარყოფს. ამ ყველაფერში გარკვევა საკმაოდ რთულია. ამჯერად წარმოგიდგენთ ნებისმიერ ბიუჯეტზე გათვლილი საუკეთესო დედა დაფების ჩამონათვალს Рcgamesn-ის ექსპერტების აზრით.  

image.png 

Intel 

Asus TUF Z390-Pro Gaming.  

ეს არ არის ბაზარზე ყველაზე მოწინავე დედა დაფა მე-9 თაობის პროცესორებისთვის. ამავე დროს, მას შეუძია ფუნქციების ნაკრებით გააოცოს ყველაზე მომთხოვნი ოვერქლოქერებიც კი. ამ დაფის ბიუჯეტურად დასახელება არასწორია: იგი არაუმეტეს 270 აშშ დოლარი ღირს, თუმცა ხარისხისა და ფასის შეფარდების კუთხით ანალოგების დიდ ნაწილს აღემატება. 

image.png 

MSI B360M Mortar. 

საიმედო და ხარისხიანი დაფა პროცესორებისთვის, რომლებიც არ ფლობენ აჩქარების პოტენციალს. იგი არ იკავებს დიდ ადგილს, უზრუნვეყოფს მთლიანი სისტემის თავდაჯერებულ მუშაობას. ფასი - 100 დოლარი. 

AMD 

Asus TUF Gaming X570-Plus.  

ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წარმადობის  დაფა მათთვის, ვინც მძლავრ Ryzen 9 პროცესორებს ყიდულობს. თამამად შეიძება ითქვას, რომ ვინც მას შეიძენს, სამომავლოდ დგამს ნაბიჯს, რადგანაც დაფას შეუძლია შეითავსოს აბსოლუტურად ყველა ჩიპი Zen 3 არქიტექტურით Ryzen 9 4900+ მოდელამდე. შემაფერხებელი მხოლოდ ფასია, თუმცა მათთვის, ვინც იცის რა მოუხერხოს ასეთ სიმძლავრეს - ღირებულება არ წარმოადგენს დაბრკოლებას. 

image.png 

MSI X470 Gaming Pro Carbon. 

ექსპერტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ ამ დაფაზე. იგი პრაქტიკულად მოუწვდომელია ბაზარზე, ამიტომ შესაძებელია განვიხილოთ ანალოგიური MSI X470 Gaming Plus Max, რომელსაც აქვს უამრავი სასარგებლო პარამეტრი, ასევე დაბალი ფასი. 160 აშშ დოლარად მიიღებთ მომდევნო Ryzen 4000 სერიის პროცესორებამდე განახლების შესაძლებლობას. 

Gigabyte AB350-Gaming 3. 

ბიუჯეტური ვარიანტის შეძენის სურვილის შემხვევაში ამ დაფაზე ყურადების გამახვილება ნამდვილად ღირს. იგი თავის ყველა მოვალეობას უმკლავდება, თუმცა ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ მოხმარებლებმა შეისწავლონ Asus-ის ან MSI-ს ასორტიმენტი В450 ჩიპსეტზე, რადგანაც მათ ექნებათ მომდევნო თაობის პროცესორების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია ბიუჯეტური დაფები Asus Prime ხაზში, ასე MSI B450M Pro-M2 Max, რომლის ფასი 80 აშშ დოლარიდან იწყება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.