Magdalena Posted June 2, 2020 Share Posted June 2, 2020 კრიპტოვალუტების მომპოვებელი აღჭურვილობების წამყვანმა მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა გაყიდვაში გამოუშვა ახალი მოწყობილობა Antminer T19. იგი განკუთვნილია Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის SHA256 ალგორითმზე. ძირითადი მახასიათებლები: ჰეშრეითი — 84 TH/s ± 3%; ენერგომოხმარება — 3150 ვტ ±5%; ფასი — 1749 აშშ დოლარი. F2pool-ის მიხედვით, 0,05 კვტ/სთ ღირებულების ელექტროენერგიისა და Bitcoin-ის ამჟამინდელი 9552 აშშ დოლარიანი კურსის პირობებში Antminer T19-ის მიერ მოტანილი მოგება შეადგენს 3.14 აშშ დოლარს დღე-ღამეში. ამგვარად, მოწყობილობის ღირებულების გამოსყიდვის დროა 18.5 თვე. ამ მაჩვენებლის მიხედვით იგი მეექვსე ადგილზეა სხვა მაინერებს შორის. Bitmain-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ Antminer T19-ში გამოყენებულია კვების ახალი სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. მის წყალობით კრიპტოვალუტების მოპოვების პროცესი უფრო ეფექტური და მომგებიანია. გარდა ამისა, მოწყობილობა უფრო სწრაფად ირთვება T17 სერიის მაინერებთან შედარებით. მოწყობილობის მიწოდება დაიწყება 21-30 ივნისის პერიოდში. გაყიდვა შეზღუდულია - ერთ ადამიანზე გაიცემა ორი ეგზემპლარი. Bitmain-ში აღნიშნავენ, რომ ეს გახლავთ აუცილებელი პირობა მოწყობილობის ხელმისაწვდომობის ამაღლებისთვის. მაისის დასაწყისში ბევრმა მაინინგ-კომპანიამ Bitmain-ს ბრალი დასდო წუნდებული Antminer S17+ მოწყობილობების მიწოდებაში. ჩინელმა მომხმარებლებმაც გააკრიტიკეს Antminer 17-ის საიმედოობა. მათი ინფორმაციით მოწყობილობის გაუმართაობამ 30%-ს მიაღწია. https://bit.ly/36OHGSp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.