Magdalena Posted June 2, 2020 Share Posted June 2, 2020 ვებ-გვერდ Pcgamesn-ის ექსპერტები ხშირად ახდენენ ოპტიმალური კომპონენტების შეჯამებას. ამჯერად მათ გამოარკვიეს, რომელი SSD შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურად არა მხოლოდ საფასო კატეგორიის მხრივ, არამედ საერთო ჯამში, ასევე ფასისა და წარმადობის შეფარდების კუთხით. ოპტიმალური ვარიანტი: Samsung 970 EVO Plus – 512 გბ - https://amzn.to/2Aqv6gi ეს მოდელი არ მიეკუთვნება ბიუჯეტურ კატეგორიას, თუმცა არც ძვირადღირებულია სხვა მოდელებივით. შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო შემოთავაზება ცნობადი ბრენდის, მაღალი წარმადობისა და მისაღები ფასის გათვალისწინებით. სიჩქარეა 3 500/3 300 მბ/წმ, რაც 99 აშშ დოლარის ფასად საკმაოდ მომგებიანი წინადადებაა. საუკეთესო ბიუჯეტური SSD: Samsung 860 EVO – 512 გბ - https://amzn.to/2ZXmUi1 ერთ-ერთი მეტად პოპულარული SSD ბაზარზე. მიეკუთვნება SATA კონტროლერის მქონე მოდელებს, რაც გულისხმობს მის დაყენებას მოძველებულ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში, უზრუნველყოფს აჩქარებას ტრადიციული მყარი დისკის SSD-ში შეცვლის შედეგად. ძალიან იაფი: Crucial MX500 – 500 გბ - https://amzn.to/3drIWgM დისკს აქვს შესანიშნავი სიჩქარე და სამწლიანი გარანტია, რის შედეგად ეს მოდელი გამოდის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც თანხის დაზოგვა უნდა. ფასი ნამდვილად რეკორდულად დაბალია - სულ რაღაც 50 აშშ დოლარი. თანამედროვე ტექნოლოგიები დაბალ ფასად: WD Blue SN500 NVMe – 500 გბ - https://amzn.to/3gEWBDv 65 აშშ დოლარად მიიღებთ 1750/1450 მბ/წმ სიჩქარეს, რაც ორჯერ ნაკლებია Samsung 970 EVO Plus-თან შედარებით, თუმცა ფასიც ზუსტად ორჯერ ნაკლებია. ასეთი სიჩქარე არასაკმარისი იქნება თამაშების ელვისებური სისწრაფით ჩატვირთვისთვის: 10 წამის ნაცვლად დიდი მოცულობის ფაილის ჩატვირთვისას დაკარგავთ 20 წამს, თუმცა ეს არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. თუ დაინტერესებული ხართ უფრო მძლავრი და სწრაფი დისკებით, ასეთ შემთხვევაში კარგი არჩევანია მოდელი Samsung 970 PRO 1 ტბ - M.2 NVMe - https://amzn.to/2AqvNpU მას არც ისე ხელმისაწვდომი ფასი აქვს, თუმცა სხვა მახასიათებლების მხრივ კონკურენტი არ გააჩნია. https://bit.ly/3gHa6SX 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.