Jump to content

DataFest Tbilisi - მონაცემთა ვირტუალური ფესტივალი


Recommended Posts

22-24 მაისს მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, სპეციალური ციფრული გამოშვებით დაბრუნდა. ღონისძიებას 500-მდე მონაწილე დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

DataFest Online-მა თავი მოუყარა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. მონაცემთა ფესტივალმა უმასპინძლა 36 არაჩვეულებრივ სპიკერსა და ტრენერს ისეთი ორგანიზაციებიდან როგორიცაა: ნიუ იორ თაიმსი, ვაშინგტონ პოსტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი და სხვა. 

დეტალური ინფორმაცია DataFest Online-ის სპიკერების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: https://datafest.ge/speakers.html

FB-profile-cover.png.d55c5330b9c0bd2ed5145ea8a376e5e4.png

 მოკლედ გადმოგცემთ იმ ცოდნასა და განწყობას, რომელიც ამ ღონისძიებამ დაგვიტოვა. მონაცემთა ფესტივალის პირველმა დღემ სპიკერების ინსპირაციული გამოსვლების ფონზე ჩაიარა, მეორე დღე დაეთმო ვორქშოფებსა და პრეზენტაციებს, ხოლო მესამე დღეს კი გაიმართა დატათონები და ჩატარდა ვორქშფები. დატათონები 2 მიმართულებით წარიმართა  ერთი მიმართულება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის თამეტიკას, ხოლო მეორე კი მონაცემთა მეცნიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს. დღის ბოლოს  ჟიურიმ გამოავლინა დატათონში გამარჯვებული  გუნდები, რომლებსაც გრანტის სახით და დაჯილდოვდნენ  3 000 EUR-მდე მინი გრანტებით.

მონაცემთა ფესტივალი უნიკალური იყო იმით, რომ იძლეოდა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას.

წლევანდელი ვირტუალური ფესტივალი მოიცავდა 4 თემას:

  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • ფინანსური ინტელექტი;
  • მონაცემთა აქტივიზმი.

მონაცემთა ვიზუალიზაცია ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა. ამას ცხადყოფდა DataFest Online-იც. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც ღონისძიების მრავალი სპიკერის ყურადღება დაეთმო სწორედ მონაცემთა ვიზუალიზაცია იყო. ასევე, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაცემთა ვიზუალიზაციის მნიშვნელოვნებას მონაცემთა ჟურნალისტიკაში. არანაკლებ იგრძნობოდა COVID-19 პანდემიის როლი როგორც სპეკერებში ასევე დატათონის მონაწილეებში. 
განსაკუთრებით საინტერესო ისტორია ჰქონდა  Harry Stevens-ს. ჰარი მონაცემთა ჟურნალისტია ვაშინგტონ პოსტში. მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ჰარის სტატიამ ვაშინგტონ პოსტში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ჯერ კიდევ სტატიის დაწერამდე  2 წლით ადრე ჰარიმ გასართობად დაწერა კოდი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე პატარ-პატარა წრეები გამოდიოდა. როგორც მან  თავის პრეზენტაციაში აღნიშნა, წარმოდგენა არ ჰქონდა  გასართობად დაწერილ კოდს ოდესმე სტატიისთვის თუ გამოიყენებდა. მისი სტატია თვალნათლივ ვიზუალურ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება კორონა ვურუსი სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეზღუდვების შემოღებითა თუ სხვა. აღნიშული სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.washingtonpost.com/graphics/2020/world/corona-simulator/.

ფესტივალის ორგანიზატორი გახლდათ მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი, და მანქანური სწავლების კომპანია MaxinAI, პარტნიორებღან ერთად: Bank of Georgia FinTech;
Institute for War and Peace Reporting (IWPR); Prague Civil Society Centre, Olmait  და სხვა მრავალი. ღონისძიების ერთ-ერთი მედია პარტნიორია Overclockers GE.

Link to comment
Share on other sites

  • Power_VANO changed the title to DataFest Tbilisi - მონაცემთა ვირტუალური ფესტივალი

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.