Jump to content

Asus-ის დაბალბიუჯეტური დედა დაფები მეათე თაობის ბიუჯეტური Intel Core პროცესორების აჩქარების საშუალებასაც კი იძლევა


Recommended Posts

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ASRock-ის ახალი ტექნოლოგია BFB-ის შესახებ, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს მეცხრე და მეათე თაობის Intel Core პროცესორების ტაქტის სიხშირეები +1000 მჰც-მდე. მავარი ის არის, რომ „K” პრეფიქსის არმქონე პროცესორებსაც აქვთ წვდომა აჩქარებაზე, რაც აქამდე არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. რეალურად ამაში ზებუნებრივი არაფერია, BFB სინამდვილეში არ ზრდის სიხშირეს დასაშვებ ზღვარს ზემოთ, არამედ ამის ნაცვლად საშუალებას იძლევა ტაქტის სიხშირე მაქსიმალურ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს რაც შეიძება დიდხანს. 

image.png 

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა გადაწყვიტა მსგავსი ფუნქციის დანერგვა მეათე თაობის Intel Core პროცესორებისთვის განკუთვნილ ახალ დედა დაფებში. განსაკუთრებით სასიხარულო სიახლე ის არის, რომ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერას მიიღებენ B460 და H470 ჩიპსეტების მქონე დედა დაფები. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტური Core i5-10400-ს შეძენისას შესაძლებელი იქნება დააყენოთ ბიუჯეტურ დედა დაფაზე და მიიღოთ სტაბილური მაღალი ტაქტის სიხშირე. 

image.png 

ახალი ფუნქცია იმუშავებს TDP-ის დონის 65-დან 125 ვატამდე გაზრდისა და პროცესორების სიმძლავრის მნიშვნელოვანი ზრდის ხარჯზე. უფრო მეტი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი ROG Strix B460-F Gaming დედა დაფის მეშვეობით, რომლის TDP-ის მაქსიმალური დონეა 210 ვატი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს არ იქნება „სუფთა“ აჩქარება, თუმცა გეიმერებს მისცემს fps ხარისხის ამაღლების გარანტიას. მისი მიღწევა რის ხარჯზე ხდება - არავის აღელვებს, მთავარია სისტემამ იმუშაოს სტაბილურად, დედა დაფამ კი გაძლოს რაც შეიძლება დიდხანს. 

Link to comment
Share on other sites

დამატებითი ბუსტი ქონდა ძირითადათ Z სერიის მაზერებზე, ეგენი კი H490 აპირებენ დაამატონ როგორც ჩანს, ან B460 გეიმერულ მაზერებზე თუნდაც, ისევ და ისევ გაგრილების თემაა და ფაზების მაზერზე, მეორე მხრივ ეგ როგები ყველაზე უბრალო Z490 ბევრათ ბანძი გაგრილებით შეიძლება არც კი იყვნენ, ანუ თეორიულათ 10600 წესით უპრობლემოთ გაქაჩავს აწეული სიხშირითაც მასეთზე, რამდენზე დაბუსტავს ეგ სხვა თემაა, მაგ პროცესორის მაქსიმუმი 4.8GHZ 2 თრიდზე და 4.5 12 და ეგრე მუშაობს თუ შინას არ არაზგონებ დამატებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.