Jump to content

HP-მ დააანონსა მსუბუქი პორტატული კომპიუტერები ZBook Firefly


Recommended Posts

ამერიკულმა კომპანია Hewlett-Packard-მა დააანონსა მაღალი წარმადობის ლეპტოპები ZBook Firefly, რომლებსაც მაღალი დონის მახასიათებლების პარალელურად მეტად მოკრძალებული გაბარიტები და წონა აქვთ. მოწყობილობა გამოვა ზომის მხრივ ორ ვარიანტად - 14- და 15-დუიმიანი ეკრანებით. ლეპტოპები შეესაბამება MIL-STD-810H გამძლეობის სტანდარტს. 

image.jpeg 

კომპანიის ცნობებით ახალი 14-დუიმიანი ZBook Firefly 8,8 %-ით პატარა და 5,2 %-ით მსუბუქი წინა თაობის მოდელთან შედარებით. ლეპტოპის ეკრანი იკავებს ფართობის 84%-ს, რაც რეკორდული არა, მაგრა კმაოდ ღირსეული მაჩვენებელია. დისპლეის სახით გამოყენებულია HP Sure View Reflect მატრიცა. 

15-დუიმიანი მოდელი წინამორბედზე 9,5 %-ით პატარა და 1,8 %-ით მსუბუქია. ეკრანი ფართობის 86%-ს იკავებს. ოფციურად შესაძლებელია კომპლექტაცია UHD HDR400 დისპლეით. 

image.jpeg 

რაც შეეხება შიდა მაკომპლექტებლებს, ლეპტოპები აგებულია მეათე თაობის Intel Comet Lake-U პროცესორების ბაზაზე. გრაფიკული ადაპტერის სახით გამოყენებულია NVIDIA Quadro P520 - GDDR5 ტიპის 4 გბ მეხსიერებით. HP ამტკიცებს, რომ 14-დუიმიანი მოდელის გრაფიკული ქვესისტემის წარმადობა 50%-ით მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. ავტონომიური მუშაობის დრო 17 საათს შეადგენს. ახალი HP ZBook Firefly ლეპტოპები აგვისტოდან გაიყიდება, მათი საწყისი ფასია 1099 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.