Magdalena Posted May 27, 2020 Share Posted May 27, 2020 Mellanox-ის ანგარიშგების ინტეგრირება NVIDIA-ს სტრუქტურაში წლის მესამე კვარტალიშივე მისცემს კომპანიას საშუალებას - სერვერული კომპონენტებიდან უფრო მეტი მოგება მიიღოს, ვიდრე გეიმინგ-პროდუქტებიდან, რომლებიც ამ დრომდე კომპანიისთვის ლოკომოტივს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ახალი გეიმინგ პროდუქტები მესამე კვარტლის ბოლომდე არ გამოვა, რაც NVIDIA-ს სერვერულ ბიზნესს სრული პოტენციალის გამოვლენის საშუალებას მისცემს. გარკვეული პროგნოზების თანახმად 2024 წელს გრაფიკული პროცესორების ბაზრის მოცულობა 100 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს - უზრუნველყოფილი იქნება თითქმის ხუთმაგი ზრდა ხუთ წელში. ასეთი დინამიკა ძნელად მიღწევადი იქნებოდა სერვერების სეგმენტში გრაფიკული პროცესორების გამოყენების აქტიური გაფართოების გარეშე. NVIDIA-ს პოზიცია ძლიერია, თუმცა მის შერყევას AMD და Intel ცდილობენ. მზარდ ბაზარზე ადგილი ყველას ეყოფა, NVIDIA მალე დაიწყებს პრიორიტეტების დალაგებას მიუხედავად კომპანიის დამფუძნებლის მტკიცებისა, რომ არასდროს დაივიწყებს გეიმერების ინტერესებს. https://bit.ly/2X1ZKoT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.