Jump to content

ჩინეთი წითელ პლანეტაზე მარსმავალს მიმდინარე წლის ივლისში გაგზავნის


Recommended Posts

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტო (CNSA) კვლევით მისიას მომავალი თვიდან აამოქმედებს. პროექტი მოიცავს ორბიტალური კოსმოსური აპარატის გაშვებას მარსის შესწავლის მიზნით, ასევე მარსის ზედაპირზე რობოტიზებული, დისტანციურად მართვადი მარსმავალის გადასმას. 

image.jpeg 

ჩინეთი წითელ პლანეტაზე როვერს პირველად უშვებს, კოსმოსური საგენტოს სამომავლო გეგმებში უამრავი სხვა ამბიციური კოსმოსური კვლევითი პროექტია. მაგალითად, 2022 წელს ჩინეთი აპირებს დედამიწის ორბიტაზე ააგოს ახალი კვლევითი სადგური. ცოტა ხნის წინ სააგენტომ ჩაატარა პილოტირებული კოსმოსური აპარატის გამოცდა, რომელიც პერსპექტივაში გამოყენებული იქნება მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნისთვის. 

ჩინეთი ისწრაფვის აქტიურად გაუწიოს კონკურენცია ამერიკულ სააგენტო NASA-ს კოსმოსური სივრცეების შესწავლის საკითხში. NASA-მ მარსზე უკვე ოთხჯერ დასვა მარსმავალი. მიმდინარე წლის ზაფხულში მოსალოდნელია ახალი, მეხუთე როვერის გაშვება, რომლის სახელწოდებაა Perseverance, იგი მარსის ზედაპირზე 2021 წლის თებერვალში უნდა დაეშვას. ამ მისიის ფარგლებში ასევე იგეგმება გრუნტის ნიმუშების აღება და დედამიწაზე გამოგზავნა. ეს მისია სპეციფიკის მხრივ პირველი იქნება. 

გარდა ამისა, NASA-ს ახალი მარსმავალი ვერტმფრენითაა აღჭურვილი. საფრენი აპარატის წონა სულ რაღაც 1,8 კილორგამია. ფრენისთვის იგი გამოიყენებს ორ პროპელერს, რომელთა დიამეტრი 1.2 მეტრია. მარსზე დაშვების შემდეგ როვერი Perseverance მინი-ვერტმფრენს სათანადო ადგილას გრუნტზე გადასვავს და დაშორდება უსაფრთხო დისტანციაზე. ამის შემდეგ NASA დაიწყებს მფრინავი აპარატის გამოცდების სერიებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.