Jump to content

გამოჩნდა AMD "Matisse Refresh" პროცესორების მახასიათებლები: ტაქტის სიხშირე 4-დან 4.8 გჰც-მდე


Recommended Posts

image.png

ახალი AMD "Matisse Refresh" პროცესორების შესახებ ანგარიშის წარდგენიდან ორ დღეში გამოჩნდა ინფორმაცია საბაზისო სიხშირეებზე, რომლებსაც უნდა ველოდოთ Ryzen 9 3900 XT, Ryzen 7 3800 XT და Ryzen 5 3600 XT პროცესორებისგან. 

ხსენებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ფორუმ Chiphell-ის წყალობით, სადაც ერთ-ერთმა მონაწილემ გამოაქვეყნა სამივე პროცესორის მახასიათებლები. განახლებულ Ryzen 3000 სერიაში შევა სამი პროცესორი: 

AMD Ryzen 9 3900XT (ჩაანაცვლებს Ryzen 9 3900X-ს); 

AMD Ryzen 7 3800XT (ჩაანაცვლებს Ryzen 7 3800X-ს ); 

AMD Ryzen 5 3600XT (ჩაანაცვლებს Ryzen 5 3600X-ს). 

Ryzen 9 3900XT მოდელს ექნება 12 ბირთვი და 24 ნაკადი, Ryzen 7 3800XT-ს -  8 ბირთვი და 16 ნაკადი, Ryzen 5 3600XT მოდელს კი 6 ბირთვი და 12 ნაკადი. 

მიიჩნევა, რომ AMD Ryzen 9 3900XT-ის საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 4.1 გჰც, boost-სიხშირე კი - 4.8 გჰც - Ryzen 9 3900X მოდელისგან განსხვავებით, რომლის სიხშირეებია 3.8/ 4.6 გჰც 

ანალოგიურად, Ryzen 7 3800XT-ს ექნება საბაზისო სიხშირე 4.2 გჰც და აჩქარების რეჟიმში 4.5 გჰც. და ბოლოს, AMD Ryzen 5 3600XT საბაზისო ვარიანტში იმუშავებს 4 გჰც სიხშირეზე, Boost-რეჟიმში კი მაჩვენებელი იქნება 4.7 გჰც, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა Ryzen 5 3600X მოდელთან შედარებით. ეს მაჩვენებელი 100 მეგაჰერცით ნაკლებია Intel Core i5-10600K-ის სიხშირეზე, თუმცა გვთავაზობს უკეთეს IPC წარმადობას და მრავალნაკადიანობას, რაც AMD-ს საშუალებას აძლევს აღიდგინოს პოზიციები სამომხმარებლო ბაზარზე Intel Comet Lake-S პროცესორების გამოსვლის შემდეგ. 

image.png 

თუკი მოცემული ინფორმაცია სწორია, ასეთ შემთხვევაში სამივე AMD Ryzen 3000 "Matisse Refresh" პროცესორს ექნება უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები, ვიდრე Intel-ის მეათე თაობის დესკტოპ პროცესორებს. გარდა ამისა, AMD Ryzen პროცესორებს აქვს წარმადობა/ვატი-ს უკეთესი შეფარდება Intel-ის პროცესორებთან შედარებით. Ryzen 9 3900X მოდელი აქამდეც პრაქტიკულად უტოლდებოდა ზოგიერთ ტესტში Intel Core i9-10900K-ს, ამჯერად კი Intel-ის უპირატესობა ტაქტის სიხშირის მხრივ დაიკარგა AMD Ryzen "Matisse Refresh" ჩიპების გამოსვლის შემდეგ. 

უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებისა და აქარების გაუმჯობესებული ალგორითმის შედეგად განახლებული პროცესორების წარმადობა უნდა გაიზარდოს წინამორბედებთან შედარებით 5-10%-ით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მოდელების ფასი უკვე არსებული Ryzen 3000 პროცესორების ღირებულების ფასის შესაბამისი იქნება, ძველი მოდელები გაიაფდება, რაც ხელსაყრელი იქნება მომხმარებლებისთვის. 

Ryzen 3000 პროცესორების ფასმა უკვე დაიკლო, ამჯერად კი ფასდაკლება მოხდება ოფიციალურად AMD-ის მიერ. რაც შეეხება ამ პროცესორების გამოშვების თარიღს, ოფიციალური ანონსი 16 ივნისს შედგება, გაყიდვა კი 7 ივლისიდან დაიწყება. 

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ფასები რა იქნება საინტერესოა

Link to comment
Share on other sites

საინტერესო დისკუსიები მიდის მაგ ახალი რეფრეშების შესახებ, დაჟე 4000 სერიასაც შეეხნენ როდის გამოდისო უფრო წელს თუ შემდეგ წელიწადს, პერვოსიტოჩნიკის და ბენჩში დადებული სიხშირეები ბოლომდე არ ემთხვევა ერთმანეთს 300-200MHZ რასხაჟდენიაა base clock-ში, ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა, ვითომ ივლისის ბოლოს გამოვაო ეგ 3 მოდელი და იქნებაო რჩეულ ჩიპებზე რომელიც 200MHZ მეტით რაზგონდება ძველ ვარიანტზე, ხო ფასი უფრო რაც თავიდან ედო ეგ ეღირებაო ან ცოტა უფრო იაფი, გეიმინგში იქნება საინტერესო ლატენტურობის შემცირება თუ შეძლეს, თუ ეგ უკვე 4000 თემაა, გაიაფებაც აინტერესებს ბევრს ძველ 3000 მოდელებზე, თუ ახალი უფრო იაფი ეღირება, მაგას უკვე მალე გავიგებთ, 16 ივნისს დაანონსდებაო ვითომ და 7 იცლისს გამოვაო გაყიდვაში, ფასი ვითომ 16 გახდებაო ცნობილი მაგ 3 ახალი რეფრეშის, რაც შეეხება 4000 სერიას და  x670-b650 მაზერებს ეგენი 32მბ ბიოსით იქნებაო, ძველი x370-x470-B450 მაზერების ბიოსებს კი მარტო 16მბ საპორტი ქონიათ, ამიტომ მანდ არ ვიცი რამდენათ კარგი საპორტი ექნება 4000 სერიის, x570 კარგათ უნდა შეუბეროს, მაგ ძველებზე ბევრი ეჭვის თვალით უყურებს აპგრეიდის პერსპექტივას, ეგ უფრო მოგვიანებით დაზუსტდება, ხო მარტო ზოგიერთ b450 ქონია 32მბ ბიოსის საპორტი, b550 წავა უპრობლემოთ,ეგეც სულ 32მბ ბიოსით უნდა იყოს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.