Magdalena Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 კაპიტალიზაცის მიხედვით უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ახალ ანგარიშში შეიტანეს გაფრთხილება, რომ კრიპტოვალუტების სამომავლო გავრცელებამ შესაძლოა აშშ-ის, როგორც მსოფლიოს ლიდერის პოზიცია შეარყიოს. „არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება ისეთი დანაკარგები, როგორც შეერთებულ შტატებს ციფრული ვალუტების პოტენციალისგან“ - ნათქვამია ანალიტიკოსების ანგარიშში. JPMorgan-ში განმარტავენ გლობალური ეკონომიკის დამყარების რისკებს ამერიკულ დოლარზე, რომლის გამოშვებაზე მონოპოლიას ვაშინგტონი ფლობს. აშშ-ის ეროვნულ ვალუტას სარეზერვო სტატუსი აქვს და მოქმედებს, როგორც გაცვლითი საშუალება ნედლეულის, საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს. ანალიტიკოსები არ ელიან, რომ დოლარი ამ სტატუსს დაკარგავს, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ მისი საფუძვლის შესუსტებაზე. ეს გამოიხატება სავაჭრო ანგარიშგებაში წილის კლებითა და საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა SWIFT-ის როლის შემცირებით. მკვლევარებმა გაიხსენეს, რომ SWIFT გვევლინებოდა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გადამწყვეტ ინსტრუმენტად, როდესაც 2018 წელს ამ ქვეყნის კომერციული ბანკები მოწყვიტა მსოფლიო ფინანსურ სისტემას. JPMorgan-ის ექსპერტები ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევენ გადამწყვეტი როლი შეასრულოს ეროვნული ვალუტის გაციფრულების ინიციატივაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ: „ციფრული ვალუტა - ეს არის სავარჯიშო გეოპოლიტიკური რისკების მართვისთვის“. JPMorgan-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროცესი არ გამორიცხავს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას: „ტრანსსასაზღვრო გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ციფრული დოლარის საფუძველზე შეიძლება გახდეს ნაკლებად დამანგრეველი ამჟამინდელი ფინანსური სისტემის არქიტექტურისთვის, ასევე იყოს საკმაოდ მოკრძალებული ინვესტიცია საერთაშორისო არენაზე პოზიციების დასაცავად“. შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრეტ გატრიმ განხილვაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ფედერალურ სავაჭრო კომისიას მოუწოდებს შეისწავლოს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენება სხვადასხვა დონეზე. გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჩინეთის წარმატება შეიძლება სტიმული გახდეს ამ სფეროში უფრო აქტიური საკანონმდებლო მუშაობისთვის. https://bit.ly/2WViFl9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.