Magdalena Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 ვრცელდებოდა ცნობა, რომ AMD წარადგენდა ახალ Ryzen-პროცესორებს ენთუზიასტებისთვის. რესურს WCCFTech-მა გამოაქვეყნა ამ სიახლის დამადასტურებელი ინფორმაცია გარკვეული დაზუსტებებით. მონაცემების თანახმად AMD ნამდვილად აპირებს გამოუშვას განახლებული Matisse Refresh პროცესორები ახალი სტეპინგით. ისინი არსებულ Ryzen 3000 (Matisse) სერიას ახალი მოდელებით გააფართოებენ. ამ დრომდე არსებული ცნობები ნაწილობრივ რეალური აღმოჩნდა. დიახ, Ryzen 3000 Refresh ნამდვილად გამოვა, თუმცა ადრე გამოცხადებული სახელწოდებები რეალობას არ შეესაბამება. არსებული ცნობებით AMD გამოუშვებს Ryzen 3000 პროცესორებს ახალი XT სუფიქსით. WCCFTech-მა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელშიც მოყვანილია Ryzen 9 3900XT-ის, 3800XT-ისა და 3600XT მოდელების ახალი დასახელებები, რომლებიც AMD-ის საფირმო შრიფტითაა აკრეფილი. საინტერესოა ის, რომ ზემოთხსენებული სუფიქსი, როგორც წესი, დაკავშირებულია Radeon გრაფიკასთან და არა დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ პროცესორებთან. ჯერჯერობით უცნობია, პროცესორების ახალი ვარიანტები განკუთვნილია უკვე არსებული X სერიის მოდელების ჩანაცვლებისთვის თუ ახალი ჩიპები მოგვევლინება ალტერნატივის სახით. ახალ პროცესორებს დიდი ალბათობით იმდენივე ბირთვი და სხვა გამომთვლელი ბლოკი იქნება, რამდენიც აქვს უკვე არსებულ Ryzen-მოდელებს, თუმცა ამავე დროს AMD უზრუნველყოფს სამუშაო ტაქტის სიხშირეების ზრდას. მოსალოდნელია, რომ AMD Ryzen 3000XT სერიას 16 ივნისს წარადგენს, ახალი პროცესორების გამოჩენა საცალო მაღაზიებში კი დაგეგმილია 7 ივლისისთვის. https://bit.ly/3efOgno 2 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 ძალიან მაგარი სვლა ამდ-ს მხრიდან, პრინციპში უკვე მივეჩვიეთ Come Lake-ის მოკვლა უნდათ Zen3-მდე და თან არაფერ სირთულეს არ წარმოადგენს მაგათთვის რეფერეშის გამოშვება ახლა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 https://www.techpowerup.com/267615/possible-3rd-gen-amd-ryzen-matisse-refresh-xt-sku-clock-speeds-surface 4.8 ბუსტი ძალიან მაგარი იქნებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 3800X სადღაც 4.2GHZ+ შეუძლია საშვალოთ სტაბილურათ 16 თრიდზე, ალბათ მაგას TDP გაუზრდიან, 100% ინფო არაა ჯერ მალე დაიდება უფრო ვრცლათ, 4.2-ან 4.6GHZ უფრო რეალური ჩანს, რახან 4.4 არ დგება ბევრი ყველა თრიდზე თუმცა ეგრე ეწერათ, ნუ შეიძლება მარტო 3900 ან 3950 დასტაბილურება შეიძლება მაგ სიხშირეებზე კარგ X570 მაზერებზე, ლატენტურობა რომ დაეკლოთ ასე 10% კიდე მეტის თავი ექნებოდა მაგ რიზენებს, ეხლა ლამის 15-20% სხვაობა 10000 და 3000 შორის ლატენტურობაში, არაა აუცილებელი მაინდამაინც 10900 10600 3700 რომ შეადარო ან 3600 ეგეთი სხვაობააა ლამის, პირველ რიგში გეიმინგში აქვს ეფექტი მაგაზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted May 25, 2020 Share Posted May 25, 2020 თუ დააკვირდით 3800XT რაიზენ 9-ში გაიყვანეს და არაა გამორიცხული 10 ბირთვი მიცენ. სხვა შემთვევაში დატოვებდნენ ისევ 7-ში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted May 27, 2020 Share Posted May 27, 2020 On 5/25/2020 at 8:32 PM, Inferno said: თუ დააკვირდით 3800XT რაიზენ 9-ში გაიყვანეს და არაა გამორიცხული 10 ბირთვი მიცენ. სხვა შემთვევაში დატოვებდნენ ისევ 7-ში. good point, მაგრამ მერე მარკეტინგულად გაუჭირდებათ სწორედ ფასების დადება, მემგონია მხოლოდ სიხშირეებს ეხება რაღაც ბენჩებიც გამოჩნდა დათაბეიზში და 3900XT 4.6 ყველა ბირთვზე, 4.8 ბუსტით ორზე ეს თუ ნაღდია, რავი ინტელის მე-10 სერიას რა ეშველება. Dont get me wrong, ინტელი მაინც გეიმინგ მეფედ დარჩება, უბრალოდ მიზერული სხვაობით. 2K/4K-ზე გასაგებია ჩემთვის ვფიქრობდი და 4000 სერია თუ იგივე სიხშირეებზე იყო და 15% უკეთესი IPC მაშინ გადავალ მეც, სუფთა ბენჩმარეკების გამო 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaSaRa Posted May 27, 2020 Share Posted May 27, 2020 მე 4000 სერიის გამოსვლას დაველოდები და მერე ვიყიდი ფასდაკლებულ 3000 სერიას მინიმუმ 8/16 მოდელს ამასობაში 10 წელიწადიც შეუსრულდება ჩემ სისტემას და და მიმრგვალებულ ასაკზე საპატიო პენსიაზე გავუშვებ სოფელში სუფთა ჰაერზე 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.